მთავარი საკითხავი ერთმა დამ თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, მეორემ 35-ჯერ დანა – სამმა დამ მოკლა მამა, რომელიც მათ აუპატიურებდა

ერთმა დამ თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, მეორემ 35-ჯერ დანა – სამმა დამ მოკლა მამა, რომელიც მათ აუპატიურებდა

by guramus

მოსკოვის სასამართლომ 72 საათიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა სამ და ხაჩატურიანს, რომლებმაც საკუთარი მამა მოკლეს. დებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

დები 17, 18 და 19 წლის არიან. სასამართლო სხდომა დაიხურა, რადგან ჩაითვალა, რომ საქმის მასალების გასაჯაროებამ, შესაძლოა, დების ღირსებისა და პატივის შელახვა გამოიწვიოს. სხდომას თინეიჯერების დედაც ესწრებოდა, რომელიც ქმარმა 2015 წელს სახლიდან გააგდო. დებს უფროსი ძმაც ჰყავთ, რომელიც ასევე ცალკე ცხოვრობდა.

დებმა ჩადენილი დანაშაული პირველადი დაკითხვის დროსვე აღიარეს.

ისინი აცხადებენ, რომ მამა დიდი ხნის განმავლობაში მათ “მორალურად სტანჯავდა”. რუსული მედიის განცახდებით, იგი მათ აუპატიურებდა და სცემდა. РИА НОВОСТИ-ს წყაროს თანახმად. მამა პირველად დაესხა თავს შვილებს დანით, ხოლო სააგენტო “МОСКВА” იუწყება, რომ უმცროსმა დამ მამას დანით 35 ჭრილობა მიაყენა, შუათანამ მას თავში ჩაქუჩი 10-ჯერ ჩაარტყა, ხოლომ უფროსმა მას სახეში ცრემლსადენი აირის მთელი ბოთლი შეასხა.

მკვლელობის შემდეგ უფროსმა დამ მოსკოვის ერთერთ საავადმყოფოს მიამრთა და განაცხადა, რომ მამამ იგი დანით ფეხში დაჭრა. ექიმებმა ჭრილობის გარდა გგონას მხარზე და ფეხზე დაზიანებებიც აღმოუჩინეს.

კონსიერჟმა, რომელიც აღნიშნულ სახლს ემსახურება, განაცხადა, რომ მათი ბინიდან ხშირად ისმოდა ყვირილისა და გოგონების ტირილის ხმა, რის გამოც მას პოლიციისთვის არაერთხელ მიუმართავს. თუმცა, რატომ ჩხუბობდნენ ისინი არ იცის, რადგან სომხური არ ესმის.

გოგონების ახლო მეგობრები აცხადებენ, რომ მათ არაერთხელ შეუნიშნავთ გოგონების სხეულზე დალურჯებები, თუმცა, ისინი ისეთ ადფგილას იყო, რომელსაც ტანსაცმელი ფარავს.

NEWPOSTS.GE