მთავარი საკითხავი “ფეხები ლიფტიდან ნახევრად გარეთ.ჰქონდა… ეცადა მოსულიერებას, მაგრამ გვიან იყო…” – ზუზუს გარდაცვალების ახალი დეტალები

“ფეხები ლიფტიდან ნახევრად გარეთ.ჰქონდა… ეცადა მოსულიერებას, მაგრამ გვიან იყო…” – ზუზუს გარდაცვალების ახალი დეტალები

by guramus

მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მეგობრები კონკრეტულ ვერსიებზე ვერ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ მსახიობს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მსახიობის მეგობარი მაკა რაზმაძემ მედიასთან ზუზუ ბეჟაშვილის ცხედრის პოვნის დეტალებზე ისაუბრა:

„აქ მცხოვრებმა ლიფტი გამოიძახა და არ ჩამოდიოდა ლიფტი, ავიდა და მესამე სართულზე იყო, ნახევრად ფეხები ჰქონდა გარეთ. გამოიყვანა, ეცადა მოსულიერებას, ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიან იყო უკვე ძალიან,“ – განაცხადა ჟურნალისტმა, მაკა რაზმაძემ.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: