მთავარი საკითხავი მატერიალურად უჭირდა, სახლი არ ჰქონდა და დედამისზე დარდობდა…- როგორ იხსენებენ ზუზუ ბეჟაშვილს მეგობრები

მატერიალურად უჭირდა, სახლი არ ჰქონდა და დედამისზე დარდობდა…- როგორ იხსენებენ ზუზუ ბეჟაშვილს მეგობრები

by guramus

მსა­ხი­ობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ყვე­ლა გა­ა­ოგ­ნა და და­ამ­წუხ­რა – გული დას­წყდათ, რომ ხა­ლი­სი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი და კე­თი­ლი ზუზუ ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­ვი­და… მსა­ხი­ო­ბი 40 წლის იყო.

AMBEBI.GE ესა­უბ­რა ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც მას­თან საქ­მი­ა­ნი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკავ­ში­რებ­დათ. კო­ლე­გე­ბი და მე­გობ­რე­ბი ასე იხ­სე­ნე­ბენ ზუზუ ბეჟაშ­ვილს:

ეკა ნი­ჟა­რა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

– ჩვენ დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ნი­ჭი­ე­რი, მხი­ა­რუ­ლი, კე­თი­ლი, სი­ცო­ცხლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო. ბავ­შვებ­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად ვარ, და­მი­რე­კეს და მი­თხრეს ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი, ვერც ვა­ფა­სებ და ვერც ვი­ჯე­რებ, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ მოხ­და, ტრა­გე­დი­აა… ერ­თმა­ნეთს ჯგუფ “ვერ­ნი­სა­ჟი­დან” ვიც­ნობ­დით. თე­ატ­რა­ლურ­ში კი­ნო­სამ­სა­ხი­ო­ბი­ო­ზე ჩვენს მერე, ბევ­რად გვი­ან ჩა­ა­ბა­რა. ძა­ლი­ან გაგ­ვე­ხარ­და მე­გობ­რებს, რომ ასე გა­და­წყვი­ტა და ნამ­დვი­ლად არ შემ­ცდა­რა. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი იყო ეკ­რან­ზეც და ცხოვ­რებ­შიც, ბევ­რის მიღ­წე­ვა შე­ეძ­ლო კი­დევ…

– ზუ­ზუს ცეკ­ვა “ვერ­ნი­საჟ­ში” მეც მახ­სოვს… გა­ვიხ­სე­ნოთ პე­რი­ო­დი, როცა ის მო­ცეკ­ვა­ვე იყო.

– იმ­დე­ნად მო­ცეკ­ვა­ვე არ იყო, რამ­დე­ნა­დაც, არ­ტის­ტუ­ლი ნომ­რე­ბი ჰქონ­და… ვმე­გობ­რობ­დით, ბევ­რი სა­ღა­მო წაგ­ვიყ­ვა­ნია, კარ­გად შე­ვე­წყეთ ერ­თმა­ნეთს. თუ ვინ­მე რა­მეს მთა­ვა­ზობ­და წყვილ­ში, ზუზუ მიმ­ყავ­და, ზუ­ზუს თუ სთა­ვა­ზობ­დნენ რა­მეს და ქალი წამ­ყვა­ნი იყო სა­ჭი­რო, მე მი­კავ­შირ­დე­ბო­და. შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი დუ­ე­ტი გვქონ­და. რა­ტომ­ღაც ელი­სოს მე­ძახ­და თა­ვი­სი გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ ხმით, – ასე მოს­წონ­და. მისი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­გორც ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის, გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი დარ­ჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

– ბო­ლოს რო­დის ნახე?

– არ­ცთუ დიდი ხნის წინ, ერთ ადა­მი­ანს ცუდი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და ამ ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მი­რე­კა – საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერტს აკე­თებ­დნენ… რე­ა­ლუ­რად კი ძა­ლი­ან წვა­ლობ­და, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უჭირ­და, სახ­ლი არ ჰქონ­და… დე­და­მის­ზე დარ­დობ­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა ჰყავს და გა­ნიც­დი­და, რომ დედა ასაკ­ში, ასე ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­და. გა­ფიქ­რე­ბაც არ მინ­და, ახლა რა დღე­შია ეს ადა­მი­ა­ნი… ბევ­რი პრობ­ლე­მა ჰქონ­და, მაგ­რამ მა­ინც ხა­ლი­სი­ა­ნი და იუ­მო­რით სავ­სე იყო, ისე­ვე რო­გორც დე­და­მი­სი.

გია ჯა­ჯა­ნი­ძე, შო­უ­მე­ნი:

“სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი აფეთ­ქდა ზუ­ზუს სუ­რა­თე­ბით, ყვე­ლას და­ე­ნა­ნა და გა­ნი­ცა­დეს. ამ­ხე­ლა სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა სი­ცო­ცხლე­ში რომ მი­ე­ღო, ახლა ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და. ნი­ჭი­ე­რი იყო, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ხში­რად იყო ჩემი გა­და­ცე­მის სტუ­მა­რი. ძა­ლი­ან თბილს, მო­სიყ­ვა­რუ­ლეს, მხი­ა­რულს, ეტყო­ბო­და, რომ დიდ სევ­დას და­ა­ტა­რებ­და. არ ვიცი, ეს სევ­და რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან ჰქონ­და, თუ ქვეც­ნო­ბი­ე­რად გრძნობ­და, რომ ადრე წა­ვი­დო­და…

გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ არის სიკ­ვდი­ლი, გარ­დაც­ვა­ლე­ბა სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­დას­ვლაა. ზუზუ მო­ვი­და, და­ტო­ვა თა­ვი­სი ნა­თა­მა­შე­ბი რო­ლე­ბი, სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი და წა­ვი­და. და­სა­ნა­ნია ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სი­ცო­ცხლი­სად­მი…”

კრის­ტი ყიფ­ში­ძე, მო­დე­ლი:

– ძა­ლი­ან დამ­წყვი­ტა გული… ახლა რომ ვიხ­სე­ნებ, რა­ღაც მგო­ნია, რომ მა­ინც უფრო სევ­დი­ა­ნი იყო, სულ ხუმ­რობ­და, ხა­ლი­სობ­და, კარგ გან­წყო­ბა­ზე და­გა­ყე­ნებ­და, მაგ­რამ მახ­სოვს მისი ნაღ­ვლი­ა­ნი თვა­ლე­ბი… არ ვიცი, რა გახ­და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი… პირ­ვე­ლად რომ გა­ვი­ცა­ნი და ვნა­ხე, ალ­ბათ 1997-1998 წელი იქ­ნე­ბო­და. რა­ღაც ჩვე­ნე­ბა-კონ­ცერ­ტი იყო, მა­შინ რო­გორც ხდე­ბო­და ხოლ­მე. იმის მერე სულ სა­დღაც შეხ­ვედ­რებ­ზე, პრო­ექ­ტებ­ში ვხვდე­ბო­დით. მერე ერთ ფილმში ვი­თა­მა­შეთ – “გო­გო­ნა სლა­ი­დი­დან”, რო­მე­ლიც გიგა აგ­ლა­ძემ გა­და­ი­ღო. ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე მის დას თა­მა­შობ­და. ზუზუ ძა­ლი­ან კე­თი­ლი, უბო­რო­ტო ადა­მი­ა­ნი იყო. ამას იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ გარ­და­იც­ვა­ლა და გარ­დაც­ვლილ­ზე კარ­გს ამ­ბო­ბენ. რა თქმა უნდა, კარ­გად უნდა გა­იხ­სე­ნო, მაგ­რამ მე მარ­თლაც სულ კარ­გად მახ­სოვს.

გულ­წრფე­ლად მტკი­ვა გული და ოჯახს ვუ­სამ­ძიმ­რებ… ბო­ლოს დიდი ხნის წინ ვნა­ხე. ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი რომ ვთქვი სახ­ლში, ბავ­შვმა, ნა­ტაშ­კამ მი­თხრა – არ არ­სე­ბობს, გუ­შინ და­ვი­ნა­ხე ქუ­ჩა­ში, რუს­თა­ვე­ლის მეტ­როს­თა­ნო…

ლე­ნუ­კა ყი­ფ­ძი­ძე, მო­დე­ლი:

“ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია ვიც­ნობ. ზუ­ზუს­თან მე და ჩემი ძმა ვმე­გობ­რობ­დით. მახ­სოვს, ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­უ­რი, სულ მო­ღი­მა­რი, თან, ემო­ცი­უ­რი და ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი. დიდი ხა­ნია, ასე გული არ დამ­წყვე­ტია… ჩვენ ერ­თად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით ფილმში “გო­გო­ნა სლა­ი­დი­დან”. მის დას ვთა­მა­შობ­დი. იმის მერე მე­ტად და­ვახ­ლოვ­დით და დაოს მე­ძახ­და, მე ძმა­ო­თი მივ­მარ­თავ­დი და სულ ასე ვი­ყა­ვით. ერ­თმა­ნეთს ხში­რად ვხე­დავ­დით, ვმე­გობ­რობ­დით. მისი გა­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, სე­რი­ო­ზუ­ლი შოკი მქონ­და.

მა­ცა­ცო კევ­ლიშ­ვი­ლი, პი­არ­მე­ნე­ჯე­რი:

“არც მახ­სოვს რამ­დე­ნი წე­ლია ვიც­ნობ, რად­გა­ნაც მგო­ნია, რომ სულ ვიც­ნობ. “მი სტა­ბოი ად­ნოი კრო­ვი, ძეტ­კა” – “მა­უ­გლი­დან” კას სი­ტყვებს მი­მე­ო­რებ­და სულ. დავ­მე­გობ­რდით 2011 წელს. ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი, კოტე თო­ლორ­და­ვა, განო მე­ლი­თა­უ­რი ვის­ხე­დით ხოლ­მე ერ­თად “კინო ამი­რა­ნის” კა­ფე­ში და ვსა­უბ­რობ­დით. მერე დე­და­მი­სიც გა­ვი­ცა­ნი, უსაყ­ვარ­ლე­სი ქალ­ბა­ტო­ნი. ისე მე­ცო­დე­ბა, თან, სულ ახ­ლა­ხან ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა…

ზუზუ ვა­კე­ში ხში­რად იყო ხოლ­მე, კლუბ­ში კა­რა­ო­კეს სის­ტე­მა გვქონ­და და მღე­რო­და და ხუმ­რობ­და, ათას ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებ­და. ყვე­ლას გამ­ხნე­ვე­ბას და დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და, არა­და, თა­ვად ძა­ლი­ან უჭირ­და. “ნი­უ­ტო­ნის” სო­ლის­ტის თა­მარ ბა­ბი­ლუ­ას, იგი­ვე ბა­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ა­ზე ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­თან ერ­თად, უან­გა­როდ დაგ­ვიდ­გა გვერ­დით. ნი­ჭი­ე­რი კაცი იყო… უხა­რო­და კომ­პლი­მენ­ტე­ბი, ამით ალ­კოჰოლ­ზე მე­ტად თვრე­ბო­და. ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი და ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი უყ­ვარ­და ძა­ლი­ან და მათ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და… ნინი ხმას ვერ იღებს სა­ერ­თოდ… რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი იყო, იცით? ყვე­ლა პრობ­ლე­მას გიხ­სნი­და ერთ წამ­ში.”

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: