ქათმის ფილე კარტოფილით

მოამზადეთ ქათმის ფილე კარტოფილით. რეცეპტი სრულყოფილია და ზედმიწევნით ზუსტად დაიცავით, რათა შედეგი მაქსიმალურად კარგი გქონდეთ.

ინგრედიენტები:

1. ქათმის ფილე 600 გ

2. მოხარშული კვერცხი 2

3. კარტოფილი 6-8 ცალი

4. მწვანე ხახვი 6 ღერი

5. ნიორი 4 კბილი

6. ოხრახუში

7. რეჰანი

8. სულგუნი 200 გ

9. მაიონეზი 4 ს.კ

10. კეტჩუპი 2 ს.კ

პროცედურა:

გამოსაცხობ ფორმაში დავდოთ ჯერ რგოლებად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი, მოვაყაროთ ცოტა მარილი. შემდეგ მოხარშული და წვრილად დაჭრილი ქათმის ფილეს ცალკე ავურიოთ მაიონეზი და კეტჩუპი, მოვასხათ ზემოდან, მოვაყაროთ პილპილი, მარილი, დავალაგოთ ზემოდან რგოლებად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, დავაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ნიორი. შემდეგ დავაფინოთ ზედ თხელ ფენებად დაჭრილი სულგუნი და გამოვაცხოთ ღუმელში ( 200 გრადუსი, 20-25 წუთი).

  NOTEPAD.GE

  კომენტარები