მთავარი ჯანმრთელობა ექიმთან მიღებაზე ონლაინ ჩაწერის უპირატესობები

ექიმთან მიღებაზე ონლაინ ჩაწერის უპირატესობები

by guramus

ყველა ადამიანს დროთა განმავლობაში ესაჭიროება კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და არ აქვს მნიშვნელობა ეს რა შემთხვევა იქნება, თქვენი სურვილით პროფილაქტიკის გავლა თუ დადგა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობა.

თუმცა, სამწუხაროდ, ასეთ დროს ყოველთვის იჩენს თავს გარკვეული პრობლემები, როგორიცაა: დროის დეფიციტი, საჭირო სპეციალობის ექიმის თქვენთვის მოუხერხებელი სამუშაო გრაფიკი, კლინიკის ლოკაცია და ა.შ.

იშვიათად თუ შეუძლია ვინმეს კლინიკაში მისვლისას საათობით ელოდოს მიმღებში რეგისტრაციის გავლას, რომლის შემდეგ ხშირად ექიმის სამუშაო საათებიც კი სრულდება…

ან სულაც ცოცხალ რიგში ჩადგეს და ელოდოს ექიმთან შესვლას. ამ და უამრავი სხვა დისკომფორტული სიტუაციის მაქსიმალურად აღმოფხვრისა და პაციენტებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით სამედიცინო პორტალი tsamali.ge გთავაზობთ სასურველ კლინიკაში ან საჭირო სპეციალობის ექიმთან ჩაწერას თქვენთვის ხელსაყრელი ნებისმიერი ადგილიდან, რისთვისაც საკმარისია ეწვიოთ ჩვენს სამედიცინო პორტალს, შეავსოთ მიღებაზე ჩაწერის განაცხადი, რომლის შემდეგაც ჩვენი ოპერატორი ძალიან მოკლე დროში დაგიკავშირდებათ ან მოგვმართოთ call-ცენტრის მეშვეობით, რომლის ნომერიც მითითებულია ჩვენს ვებ-გვერდზე.

ჩვენი სამედიცინო პორტალის მომსახურების გამოყენება არის მოხერხებული, სასარგებლო და რაც მთავარია დაგიზოგავთ დროს და ნერვებს.

tsamali.ge-ს დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ჩაეწეროთ სასურველ კლინიკაში ან ექიმთან თბილისისა და საქართველოს მასშტაბით, თქვენთვის სასურველ დროს და ასევე ექიმთან ვიზიტის შემდეგ დატოვოთ გამოხმაურება მიღებული მომსახურების ხარისხზე.

გარდა ამისა, ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ მასზე წარმოდგენილ ინფორმაციას სამედიცინო მომსახურებების შესახებ, მათი გაწევის სპეციფიკას, გაეცნოთ სხვა პაციენტების გამოხმაურებებს ამათუიმ სამედიცინო დაწესებულებასა და სპეციალისტზე, მონახოთ სამედიცინო ფასდაკლება, მიიღოთ ინფორმაცია სამედიცინო სფეროს სიახლეებზე, მონახოთ სამედიცინო მომსახურება ფასების მიხედვით და წაიკითხო ჩვენი საინტერესო ბლოგი.

ჩვენი პორტალის სერვისი ასევე ეხმარება თბილისსა და მთელს საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებების მიენეჯმენტს მიიღონ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია საკუთარი სპეციალისტების საქმიანობის და მათ მიერ დროის ეფექტურად გამოყენების შესახებ.

ინტერნეტის ჩართვა სამედიცინო სფეროს განვითარებაში, ახდენს ექიმების მომსახურების გათანამედროვეობას და ხელმისაწვდომობას. რაც მთავარია, პაციენტსაც და ექიმსაც შესაძლებლობა აქვთ დაზოგონ და ეფექტურად მართონ დრო.

თუ თქვენ გესაჭიროებათ კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, მაშინ ისღა დაგრჩენიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს მისამართზე www.tsamali.ge , შეავსოთ განაცხადი ექიმთან ჩაწერაზე, დაელოდოთ ჩვენს ოპერატორს, რომელიც რამოდენიმე წუთში დაგიკავშირდებათ მიღების დადასტურებაზე ან მოგვმართოთ call-ცენტრის მეშვეობით.

ამ გზით თქვენი ვიზიტი ექიმთან ან სამედიცინო დაწესებულებაში იქნება დაგეგმილი თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილას და აღარ დაგჭირდებათ დილაადრიან კლინიკის რეგისტრატურაში ან ცოცხალ რიგში ჩასადგომად წასვლა.

სამედიცინო პორტალი tsamali.ge გისურვებთ ჯანმრთელობას!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: