მთავარი კულინარია 10 საჭმელი, რომლის ჭამაც ყველაზე კარგ ხასიათზე დაგაყენებთ

10 საჭმელი, რომლის ჭამაც ყველაზე კარგ ხასიათზე დაგაყენებთ

by guramus

10. შოკოლადი

ყველაზე ცნობილი ტკბილეული ბევრს უყვარს, მაგრამ შოკოლადის მირთმევა წონის მატებით გამოწვეულ სტრესთანაც ასოცირდება. თუმცა, სინამდვილეში თქვენ სხეულში შოკოლადის მოზომილი რაოდენობით მიღებისას სრულიად საპირისპირო პროცესები ვითარდება.

ანტიოქსიდანტურის ნივთიერებების შემცველი ტკბილეული თქვენს ვენებს მოდუნების საშუალებას აძლევს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც სტრესის მოხსნის უპირველესი გარანტია. დაღლილობისა და დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლისას კვირაში რამდენიმე ნაჭერი შავი შოკოლადის მირთმევა თქვენს ხასიათზე უდიდეს დადებით გავლენას მოახდენს.

9. ყავა

ყავის მარცვლები არამარტო არომატული სასმელის შექმნის გამოა თქვენთვის გამოსადექი, არამედ გემრიელი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სითხის წყაროსაც წარმოადგენს. დოპამინით მაღალი შემცველობის გამო, ყავის თითოეული მარცვალი მისი დალევისას თქვენს გონებას ნეგატიური ტოქსიკური ნივთიერებებისგან ასუფთავებს და უკეთესი ხასიათის შექმნისთვის იდეალური დამხმარე საშუალებაა.

8. თევზი

ძალიან სასარგებლო ნივთიერება ომეგა 3–ის შემცველობის გამო, თევზის ჭამა თქვენს სხეულს გადაღლისგან გამოწვეული ტოქსიკური ნივთიერებების განწმენდაში იდეალურად ეხმარება და ახალი ენერგიით დატვირთვისთვის გამზადებთ. დასვენებული და ენერგიული სხეული კი კარგი ხასიათის აუცილებელი პირობაა.

7. კვერცხი

პროტეინებითა და D ვიტამინით სავსე გემრიელი პროდუქტი თქვენთვის ერთ–ერთი ყველაზე ჯანსაღი ენერგიის წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს. გადაღლილი კუნთების აღდგენის უპირველესი გარანტია კვერცხის მირთმევაა, რომელიც ასევე თქვენი იმუნური სისტემის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს. გაციებისგან დაცვა და ვარჯიშის შემდეგ უფრო კომფორტული განტვირთვა ხასიათზე დადებითად მოქმედებს.

6. ჟოლო

ეს საოცარი კენკრისებრი ნაწარმი, რომელიც ანტიციანიდური ნივთიერებითაა მდიდარი, თქვენ კანს უსარგებლო ზეთებისგან განწმენდაში ეხმარება. ასევე ამ დესერტის მირთმევა თქვენი სხეულის ტემპერატურასაც არეგულირებს, შესაბამისად ხასიათი ავტომატურად სტაბილურდება.

5. კაკალი

სტრესისგან გამოწვეული ჰორმონების განადგურებისთვის პირველ რიგში კაკალის დამატებაა საჭირო თქვენს კვების რაციონში. მელატონინით გაჯერებული სასუსნავი დიაბეტისა და გულის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას იდეალურად ახერხებს და მიუხედავად კალორიების მაღალი შემცველობისა, წონის მომატებას არ იწვევს.

4. ავოკადო

მომნელებელი სისტემისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტი კანის გამწმენდი ავტომატური იარაღიცაა. მისი დაგემოვნება ტვინში სასარგებლო ჰორმონების საჭირო დონეზე ყოფნას უზრუნველყოფს.

3. ბანანი

კალიუმის მაღალი შემცველობის გამო ეს ტროპიკული სასუსნავი თქვენი სხეულის ენერგიით ავსებას ჭამისთანავე მოახერხებს და კარგი ხასიათისთვის საჭირო ჰორმონების გამოყოფას დააჩქარებს. B ვიტამინი შემცველი ბანანის მირთმევა გულის რითმსაც ასტაბილურებს, რაც ჯანმრთელი ნერვული სისტემის გარანტიაა.

2. მაკარონი

ეს გემრიელი კერძი თქვენს გონებას სასარგებლო ენდორფინების გამოყოფაში ეხმარება და სხეულში B ვიტამინის გამოყოფას უზრუნველყოფს. მსგავსი ეფექტების კომბონაცია ნერვების დამშვიდებას განაპირობებს და კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.

1. მარწყვი

მარწყვი თქვენ სისხლში სეროტონინის მაღალ შემცველობას უზრუნველყოფს, რაც ბედნიერების ჰორმონების არსებობასთან პირდაპირაა დაკავშირებული. ამ გემრიელი დესერტის შოკოლადთან შერევით თქვენ პირდაპირ კარგი ხასიათის ტაბლეტს მიირთმევთ.

 

Image result for Strawberries