მთავარი ჯანმრთელობა თუ ამ 6 რჩევას არ დაუჯერებთ, ზამთარში თმა ძალიან გაგიფუჭდებათ

თუ ამ 6 რჩევას არ დაუჯერებთ, ზამთარში თმა ძალიან გაგიფუჭდებათ

by guramus

სეზონური ცვლილებები ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე განსხვავებულ ზეგავლენას ახდენს. თუკი ზაფხულის ამინდი და ნესტიანი ჰაერი კანის სიჯანსაღეზე ზრუნავს, შემოდგომის გასვლის შემდეგ ეს სურათი რადიკალურად იცვლება.

ზამთარში თმისა და სახის კანის მოვლა ყველაზე აუცილებელია, რადგან ცივი ამინდების დროს მათი ბუნებრივი პროცესებით დაზიანება ყველაზე უფრო რეალურ საფრთხეს წარმოადგენს:

1. ზამთარში ყველაზე დიდი მტერი ტემპერატურის უარყოფითი კონტრასტია, რომელიც სტრესის დონის აწევასაც იწვებს. მსგავს პრობლემასთან ყველაზე მარტივი ბრძოლის იარაღი გარეთ გასვლის წინ ქუდის დაფარებაა.

ის თმის ძირებს და თავის კანს გაშრობისგან დაიცავს და თუკი თმის ფორმის შესანარჩეუნებელ სპეციალურ საშუალებას არ იყენებთ, მაშინ მსგავსი ტრადიციით თმის ღერები 2–ჯერ უფრო ჯანსაღი სახით შეგინარჩუნდებათ.

2. აუცილებელია გარეთ გასვლის წინ გააკონტროლოთ თქვენი თმის ტემპერატურა. ცივ ამინდსა და ქარიან საღამოს სასეირნოდ თმის საშრობის გამოყენების შემდეგ გასვლა ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს.

თმის გამასწორებელის და მსგავსი ტექნიკის გამოყენების შემდეგ თმის ღერები და თავის კანის ზედაპირი მხურვალე ტემპერატურას 1 საათის განმავლობაში ინარჩუნებს. სწორედ ამ დროის გასვლას უნდა დაელოდოთ სახლიდან გასვლის წინ და შემდეგ გახვიდეთ ცივ ამინდში.

3. გამუდმებული ცივი ტემპერატურის ზეგავლენის გამო, თმის ღერები და სახის კანი ბევრად უფრო სენსიტიურ ზედაპირითა და ელასტიურობით გამოირჩევა.

მსგავსი პრობლემის გართულების თავიდან ასაცილებლად, უკეთესი იქნება თუ შხაპის მიღების შემდეგ, სახის ნიღაბს და თმის კონდიციონერს ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს გაიჩერებთ თავზე.

ბალზამის 15–20 წუთით უფრო მეტი ხანგრძლივობით მოხმარება ზამთრის ნეგატიურ ეფექტებს მარტივად გაანეიტრალებს.


4. ყველაზე დიდი და დაფარული პრობლემა, რომელიც ზამთრის დროს არავის ახსენდება, ცივი ქუჩიდან თბილ სახლში შესვლის ტრადიციაა. თმაში არსებულ სხვადასხვა ჯანსაღი ზეთის კონცენტრაციაზე ქარბუქისა და ქუჩის სუსხიანი ამინდის გარდა, ოთახში არსებული ტემპერატურაც მოქმედებს.

ამის მიზეზი გათბობისთვის გამოყენებული ტექნიკის მიერ ოთახში ჰაერის გამოშრობაა, რომელიც ბევრი ადამიანისთვის სრულიად შეუმჩნეველი რჩება.

თუკი თქვენ სახლში ისეთი ტემპერატურაა, რომლის გამოც ტუჩების სიმშრალე გაწუხებთ, აუცილებლად შეიძინეთ თმის გამაჯანსაღებელი ბუნებრივი ზეთები და გამოიყენეთ ისინი ყოველი შხაპის შემდეგ, რადგან მშრალი ჰაერი ტუჩებისა და სახის კანის შემდეგ, უფრო ძლიერ გავლენას სწორედ თმის ღერებზე მოახდენს.

5. თქვენი თმის ღერების მოვლანსთან ერთად, აუცილებელია თავის კანის სიჯანსაღეზე ზრუნვაც, რადგან ამის გარეშე თმის ბოლოებს ბზინვარებისთვის ყველაზე საჭირო ელემენტები ვეღარ მიეწოდებათ.

ყველაზე სასურველია თუ ცივ დღეებში თავის დასაბანად გამოიყენებთ ლიმონის ან ქოქოსის ზეთის არომატის მქონე შამპუნს.

6. ზამთარში თმა ბუნებრივად ხდება უფრო უხეში და ამტანი, ამის გამო აუცილებელია, რომ თმის ცვენისა და ბოლოების გაყოფის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისგან თავი შეიკავოთ.

უარყოფითი ტენიანობის მქონე ჰაერთან ერთად დამატებითი ქიმიური ზეწოლის მიღების შემთხვევაში, თქვენ მხოლოდ თმა დაზიანების რისკს გაზრდით.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: