ბედნიერების დიეტის 7 მთავარი წესი

ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბედნიერება აბსტრაქტული ცნებაა, თუმცა რამდენია საჭირო ბედნიერებისთვის?

იდეალური სხეულის ფორმები კარგი განწყობის აუცილებელ პირობათ ითვლება, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ დიეტა და საყვარელ კერძებზე უარის თქმა სტრესის დონის აწევას საგრძნობლად უწყობს ხელს.

ბედნიერების დიეტის 7 მთავარი წესი

ადამიანის ორგანიზმს დახმარების გარეშეც შეუძლია ენდორფინების სინთეზირება – ჰორმონების, რომლებიც პოზიტიურ ემოციებზე არიან პასუხისმგებელნი, ამიტომაც მთავარია დიეტის შერჩევისას ისეთი სტილის წესები დავიცვათ, რომელიც ბედნიერებისა და კარგი განწყობისკენ მიმავალ გზაზე წინაღობებს არ შეგვიქმნის:

ბედნიერების დიეტის 7 მთავარი წესი
1. შეიყვარეთ ფერმენტირებული პროდუქტები

ჩვენი ხასიათი გარემო პირობებთან ერთად ყველაზე მეტად კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ბედნიერების ჰორმონის 95% სწორედ აქ იყრის თავს და მისი გამოყოფის პროცესის წასახალისებლად რამდენიმე სწორი პროდუქტის მიღება სრულიად საკმარისია.

მწნილის კომბოსტო, იოგურტი, კეფირი – ასეთი სასარგებლო პროდუქტები შაქრისგან გამოწვეულ უარყოფით თვისებებსაც ებრძვის და კარგი განწყობისთვის აუცილებელ ჰორმონებს წარმოქმნაში ეხმარება.

ბედნიერების დიეტის 7 მთავარი წესი

2. კვირის განმავლობაში მიირთვით ზღვის პროდუქტები მინიმუმ 3–ჯერ  

ოკეანის ბინადრები არამარტო ვიზუალური მხარით გვეხმარებიან კარგ ხასიათზე დადგომაში, არამედ მათ სხეულში არსებული ცხიმი და მჟავები კარგი ხასიათის წარმოქმნას ყველაზე მეტად უწყობს ხელს.

თევზთან ერთად ძროხის ხორცის მირთმევა ორგანიზმში სტრესის ლეველს მნიშვნელოვნად ამცირებს და წონის დაკლების საუკეთესო ხერხიცაა.

ბედნიერების დიეტის 7 მთავარი წესი ბედნიერების დიეტის 7 მთავარი წესი
3. დაივიწყეთ შაქარი

ეს გემრიელი და ყველაზე გავრცელებული დანამატი თქვენი დიეტის ბუნებრივი მტერია. თუმცა, იგი არამარტო წონის დაკლებაში გიშლით ხელს, არამედ სწორედ იმ ვიტამინებისა და მინერალების მარაგს ანადგურებს, რომელიც ტვინის რეგიონში ბედნიერების ჰორმონების საკმარისი რაციონით გამოყოფას უზრუნველყოფს.

საბედნიეროდ, შოკოლადის მირთმევა მაინც შეიძლება, თუმცა დღეში 1 ფილაზე მეტისგან თავი უნდა შეიკავოთ.

ბედნიერების დიეტის 7 მთავარი წესი
4. მიიღეთ ყოველდღე ბოსტნეულისა და ხილისგან დამზადებული კერძი მინიმუმ 2–ჯერ

სახლში დამზადებული კერძები და მათი პროდუქტები ყოველთვის უფრო ნაკლები კალორიებით გამოირჩევა, ვიდრე მარკეტში ნაყიდი ნახევარფაბრიკატები. პირველ რიგში მსგავსი პოზიტიური ეფექტი ხილისა და ბოსტნეულის შემცველ კერძებს ახლავს თან.

ასევე, მუცლის პროცესებისთვის საჭირო პროტეინების მიღებასთან ერთად, თუკი ბოსტნეულს თავად გარეცხავთ, დაჭრით და მათ მომზადებაში აქტიურად იქნებით ჩართული, მთელი ეს პროცესი ასევე დადებით გავლენას ახდენს სტრესის დონის შემცირებაზეც.

ბედნიერების დიეტის 7 მთავარი წესიბედნიერების დიეტის 7 მთავარი წესი
5.  დღეში 10 წუთი დაუთმეთ მედიტაციას

მედიტაცია ხასიათს აუმჯობესებს და კონცენტრირებულს გხდით. ჰარვარდის ექსპერიმენტის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, ტვინის ფუნქციონირება, მეხსიერება, გათვიცნობიერება და ანალიზის უნარი უვითარდებათ. 10 წუთიანი მედიტაცია ხსნის სტრესს და სხეულის დაძაბულობას.

ბედნიერების დიეტის 7 მთავარი წესი
6. ჩახუტება დიეტაზეც ახდენს გავლენას.საყვარელ ადამიანებთან ჩახუტების პროცესში ორგანიზმში

ოქსიტოცინის ხარისხი იზრდება და რაც უფრო მაღალია ის სისხლში, მით უფრო გულუხვები და კეთილშობილები ვხდებით. ასევე, სისხლში იზრდება იმ მოლეკულების რაოდენობა, რომელიც შაქრის უარყოფით თვისებებს ანეიტრალებს.

ბედნიერების დიეტის 7 მთავარი წესი ბედნიერების დიეტის 7 მთავარი წესი
7. ჩართეთ შუქი

სასადილო ოთახსა და სამზარეულოში მოაწყვეთ იდეალური განათება, რადგან ეს ბედნიერების ჰორმონებს გამოყოფისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

ოთახში შუქის ნაკლებობა დეპრესიასა და სტრესს წარმოშობს, რაც კვების პროცესის გაუმჯობესების გზაზე ნამდვილად თავიდან ასაცილებელი ნეგატიური პროცესია.

ბედნიერების დიეტის 7 მთავარი წესი


Loading...

  კომენტარები