მთავარი ასტროლოგია რომელია საუკეთესო დიეტა და ვარჯიში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

რომელია საუკეთესო დიეტა და ვარჯიში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

by guramus

ვერძი

მარსით მართულ ნიშანს ზედმეტ კილოგრამებთან სიმტკიცის გამოჩენა არ სჭირდება. მკაცრი დიეტა და სპორტი ვერძის ხასიათში ზის, ამიტომაც სწრაფი შედეგების მიღება შეუძლიათ.

მოკლედ, მოტივაციასთან პრობლემები არ აქვთ და ძალ-ღონეს არ დაიშურებენ სასურველი სხეულის ფორმების ჩამოყალიბებისთვის. ვერძებს ყველაზე მეტად სირბილი და აერობიკა მოუხდებათ, ასევე თევზის დიეტა.

კურო

ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის დიეტური მენიუს წაკითხვაც კი ზედმეტად უინტერესოა. სამაგიეროდ, არ ენანებათ ძალისხმევა, ფული და დრო, თუ ფორმაში ჩადგომა მოისურვეს.

თუ საქმე სამსახურს ეხება, გემრიელ ბალანსირებულ კერძს მოიმზადებენ და კვირას გამაჯანსაღებელ ცენტრში გაატარებენ, სადაც მათ კვებას პროფესიონალები მიხედავენ.

რაც შეეხება სპორტს, ძალის გამოვლენის ვარჯიშები დაეხმარებათ. არ დაივიწყოთ ვაშლი და ბოსტნეული, კუროებს ვეგეტარიანელობის მიმართ სიმპატიები აქვთ.

ტყუპები

ზოდიაქოს ნიშნებიდან ტყუპებს ყველაზე მეტად მოსწონთ მოძრაობა, შესაბამისად გახდომისთვის ისინი ენერგიას ნამდვილად არ დაიშურებენ. მერკურით მართული ნიშნისთვის მთავარია სიტყვა საქმედ აქციოს.

მათთვის ყველაზე შესაფერისი ახლებური რეჟიმია და თანამედროვე სტილით განსაზღვრული დღის ბოლოს თუკი დიეტურ მენიუს შესთავაზებთ, ისინი ყველაზე საინტერესო კერძის დაგემოვნებით შემოიფარგლებიან. ეს უმეტეს წილად ეგზოტიკურ ბოსტნეულსა და ხორცის გარეშე დამზადებულ კერძებს გულისხმობს.

კირჩხიბი

მთვარით მართული ნიშანი მზადაა მალევე დანებდეს, თუ ფორმაში ჩადგომამდე მიმავალი გზა რთული მოეჩვენება. მათთვის აუცილებელია სპეციალური აპლიკაცია ან ონლაინ პროგრამაა, რომელიც ვარჯიშის გზაზე მოტივაციის შენარჩუნებაში დაეხმარებათ.

მათთვის სპორტისკენ მიმავალი გზა აუზსა და ზღვაზე გადის, საღამოს თაფლიანი ჩაი კი სტრესს მოუხსნით და მშვიდად დააძინებთ.

ლომი

სატაცური, ხამანწკა, თევზი ანდაც დიეტოლოგების მიერ მოზმადებული დელიკატესები – ეს იმ მცირე ასპექტების ჩამონათვალია, რომელიც ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის ვარჯიშის მინიმალური სტანდარტია.

ისინი აუცილებლად ყველაზე იდეალურ და სახლთან ახლოს მდებარე ფიტნეს-კლუბს მიაკითხავენ.

ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენლების აზრით მკაცრი დიეტა საერთოდ არ იძლევა სათანადო შედეგებს. მერკურით მართულ ნიშანს ვერაფრით დარწმუნებთ, რომ ვინმემ ერთ კვირაში 10 კილოგრამი ჯანმრთელობის დაშავების გარეშე დაიკლო. დიეტოლოგია მათი სტიქიაა.

ზეპირად იციან პროდუქტების კალორიების რაოდენობა და მათი შემცველობა. მათ “ბიო” სტილის რეჟიმი მოუხდებათ და ასევე რელაქსაციის, სუნთქვისა და იოგას პრაქტიკა, ფიზიკური აქცივობა კი იდეალურად მოუხსნით სტრესს.

სასწორი

წონასწორობა სასწორის ნიშნისთვის იდეალური პრინციპია როგორც ცხოვრებაში, ასევე კვების თემაშიც. დიეტური რეჟიმის არჩევისას ის აუცილებლად საკუთარ გემოვნებას უნდა მოარგონ. ჩიპსებსა და ტკბილ სასმელებზე უარი უნდა თქვან, თუმცა ყველაფრის შეზღუდვა აუცილებელი არაა.

მათთვის მთავარია დიეტური დელიკატესები ვინმესთან ერთად მიირთვან და ყველაფერი უპრობლემოდ ჩაივლის.

მორიელი

სერიოზული პლუტონით მართულები დიეტას ნამდვილად სერიოზულად უდგებიან. მათ სჭირდებათ შედეგები და ბოლომდე დაიცავენ მკაცრ წესებს. მათ მოუხდებათ დიეტური პრინციპი, რომელიც რეგულარულ ვარჯიშებსაც მოითხოვს. ნელ-ნელა მიხვდებიან როგორი მოძრაობები უხდებათ ყველაზე მეტად.

ფიზიკური დისკომფორტი ან სწრაფი დაღლა მორიელის ნიშნის წარმომადგენლებისთვის არ არსებობს და ისინი ხშირად დახარჯავენ მთელ დღეს სასურველი სხეულის ფორმების გამოძერწვაში.

მშვილდოსანი

ცხოვრების მოყვარული იუპიტერი მათ გემრიელი სამზარეულოს სიყვარულს უნერგავს. ისინი საკუთარ თავს მკაცრად არ სჯიან და არც ზღუდავენ. მათთვის ყველაზე მისაღები და სასარგებლო ხმელთაშუაზღვიური დიეტაა.

ასევე იაპონური ან ეგზოტიკური ტაილანდური კერძები ფიქრებით სხვა ქვეყანაში გადაიყვანს და არც ძალიან გააღატაკებს მათ მენიუს. სპორტის საკითხში კი ბუნების აზარტი აძლევთ მოტივაციას და ყოველ საღამოს მათთვის გარეთ სირბილი პრობლემას არ წარმოადგენს.

თხის რქა

თხის რქებს მკაცრად გამიჯნული პორციები, საკვები პროდუქტების სწორი შერწყმა და აღმოსავლური პრაქტიკა ახასიათებთ. მათთვის მთავარია ენერგიის ბალანსირება ვარჯიშსა და დიეტას შორის.

მათ სპორტით დაკავებისთვის ადამიანების გუნდი არ სჭირდებათ და კედელზე ცოცვის ათვისება ან გამთენიისას სარბენად გასვლა უფრო მოსახერხებელია.

მერწყული

მერწყულისთვის მთავარია ფერადი ხილი, თუმცა მზად არიან ყველაფერი გასინჯონ ინტერესის დასაკმაყოფილებლად.

ამ ნიშანს უფრო მეტად ფსიქოთერაპიის მეშვეობით, მედიტაციითა და ჰიპნოზით გახდომის გზები აინტერესებს, რადგან მათთვის სხეულისა და სულის მდგომარეობა განუყოფელია.

თევზები

თევსებისთვის მთავარი ტონუსის გაუმჯობესებაა და ამიტომ ყველაზე ხშირად წყლის აერობიკას და აუზთან დაკავშირებულ ნებისმიერ აქტივობას სიხარულით დასჯერდებიან.

ამ ნიშანს ყველაზე მეტად დიეტური მენიუს შედგენისას ზღვის პროდუქტებთან ერთად კომბოსტოს მწვანე სალათი, ლობიო და ხილი მოხიბლავთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: