მთავარი კულინარია 3 სუპის რეცეპტი, რომელიც ზამთარში აუცილებლად უნდა მოამზადოთ

3 სუპის რეცეპტი, რომელიც ზამთარში აუცილებლად უნდა მოამზადოთ

by guramus

შემოდგომის დასრულების შემდეგ ფიზიკური აქტივობისთვის ყველაზე რთული პერიოდი იწყება და ჩვენი ძალების სრულ აღდგენას უფრო მეტი დრო მიაქვს.

დეტოქსიკაციისა და იდეალური დიეტის შეთავსება სწორედ ზამთრის პერიოდისთვისაა საჭირო, რის საუკეთესო საშუალებააც გემრიელი და სასარგებლო სუპების მომზადება წარმოადგენს.

ქვევით ჩამოთვლილი 3 რეცეპტი წარმოადგენს იდეალურ კომპრომისს ჯანსაღი ცხოვრებისთვის სასარგებლო საკვებსა და გემრიელ კერძს შორის.

1. ყველის კრემ სუპი ქათმით

მომზადების დრო: ერთი საათი

პორცია: 2 კაცი

ინგრედიენტები:

ნახევრად მაგარი ყველი – 80 გრამი

მდნარი ყველი – 200 გრამი

ქათმის ფილე – 400 გრამი

სტაფილო – 1ც.

ხახვი – 1ც.

ქათმის ბულიონი – 300 მლ.

ნიორი – 1 კბილი

ოხრახუში – 3 ღერო

მომზადების წესი:

ბულიონი მიიყვანეთ ადუღებამდე, ცალკე ტაფაზე შეწვით დაჭრილი ხახვი, ნიორი, სტაფილო და კარტოფილი ოქროსფერ ტონალობამდე. შემწვარი პროდუქტი ბულიონს დაუმატეთ და 10 წუთი საშუალო ცეცხლზე დატოვეთ. ქათმის ფილე შეწვით გაზქურაში. მზა ფილე ნაჭრებად დაანაწევრეთ.

პროდუქტებით შერეულ ბულიონში დაუმატეთ გახეხილი ნახევრად მაგარი ყველი, აურიეთ, დაუმატეთ მარილი და წიწაკა. სუპი კიდევ 5 წუთი ადუღეთ და 5 წუთი ურიეთ. თეფშზე დაუმატეთ ქათმის ფილე და მორთეთ ოხრახუშით.

2. სუპ-პიურე ისპანახითა და ბარდით

მომზადების დრო: 45 წუთი

პორცია: 5 კაცი

ინგრედიენტები:

მწვანე ბარდა – 200 გრამი

ხახვი – 80 გრამი

ისპანახი – 210 გრამი

არაჟანი – 4 სუფრის კოვზი

კარტოფილი – 200 გრამი

ქათმის ბულიონი – 1,2 ლიტრი

ზეითუნის ზეთი – 10 მლ

მარილი, წიწაკა

მომზადების წესი:

ქათმის ბულიონს შეურიეთ დაჭრილი ხახვი, კარტოფილი, ბარდა და ისპანახი. მიღებული მასა ბლენდერით ერთგვაროვან მასამდე მიიყვანეთ. ცალკე 1 წუთის განმავლობაში ზეთში შეწვით ისპანახის ფურცლები. თეფშზე არაჟნით მორთეთ.

3. ტომატის სუპი ბრინჯით

მომზადების დრო: 1 საათი

პორცია: 6 ადამიანი

ინგრედიენტები:

ხორცის ფარში – ნახევარი კილოგრამი

ხახვი – 1 ცალი

მოხარშული ბრინჰჯი – 3 ჭიქა

დაჭრილი ბულგარული წიწაკა (წითელი და მწვანე) – 1 ჭიქა

ნიორი – 3 კბილი

ტომატი – 450 გრამი

ტომატის სოუსი – 2 ჭიქა

ქათმის ბულიონი – 2ჭიქა

მარილი, წიწაკა

მომზადების წესი:

შეწვით ფარში ქონიანი ადგილის შეწითლებამდე. დაამატეთ მოხარშული ბრინჯი, ნიორი, წიწაკა და ეს ყველაფერი 5 წუთი საშუალო ცეცხლზე დატოვეთ.

ფარშს ტომატის სოუსი, ტომატის ნაჭრები, ქათმის ბულიონი და სანელებლები დაუმატეთ. ნახევარი საათის განმავლობაში დახურულ სახურავში, დაბალ ცეცლხზე დატოვეთ.