მთავარი საკითხავი 8 უცნაური ნივთი, რისი შეტანაც ფეხბურთის სტადიონებზე თურმე არ შეიძლება

8 უცნაური ნივთი, რისი შეტანაც ფეხბურთის სტადიონებზე თურმე არ შეიძლება

by guramus

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სპორტის გულშემატკივრებს უამრავი ხერხი გამოუყენებიათ საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობაზე ზეგავლენის მოსახდენად.

ხშირ შემთხვევაში მსგავსი მაგალითები უწყინარი შედეგით სრულდება, თუმცა ინგლისური პრემიერ ლიგის წარმომადგენლებისთვის რამდენიმე უარყოფითი შემთხვევა საკმარისი აღმოჩნდა რამდენიმე უცნაური ნივთისთვის ბანის დასადებად.

გიგანტური გასაბერი ხილი

ფეხბურთის ყურებისას მოზრდილი ობიექტების მიერ ხედვის არიალის გადაფარვა თქმის გარეშეც მიუღებელ საქციელად ითვლება. თუმცა, ერთი კონკრეტული სახეობა ოფიციალურადაცაა აკრძალული, რადგან წინა საუკუნის ბოლო პერიოდში გულშემატკივრებმა გასაბერი ბანანების საშუალებით ნამდვილი რევოლუცია მოაწყეს.

ინგლისური კლუბი “მანჩესტერ სიტის” ფანებს გუნდის ახალწვეული და ცნობილი შემტევი იმრე ვარადი ძალიან მოსწონდათ, რის გამოც მის გამხნევებას აქტიურად ცდილობდნენ ყოველი თამაშის დროს.

მსგავსი პროცესი სტადიონზე გასაბერი ბანანების სროლითა და ვარადისთვის ზედმეტსახელად “ბანანის” შერქმევით გაგრძელდა. “სიტის” თამაშებზე ძალიან მოხშირდა “ბანანების” სროლა, რასაც მალე სხვა გუნდის გულშემატკივრებმაც მიმართეს და საბოლოოდ, აღნიშნული პროცესი იმდენად შემაწუხებელ ფორმამდე მივიდა, რომ პრემიერ ლიგის მასშტაბით მსგავსი ნივთების სტადიონზე შეტანა საბოლოოდ აიკრძალა.

ნიახური

1980 წელს “ჩელსის” გულშემატკივრებმა უცნაური ტრენდი მოიგონეს. მათ თამაშებზე სხვადასხვა ბოსტნეული, ყველაზე ხშირად კი ნიახური დაჰქონდათ და შუა თამაშის დროს მოედანზე ისროდნენ.

2007 წელს ინგლისური კლუბის თამაში დაგვიანებითაც კი დაიწყო, რადგან მოედანის გასუფთავება გახდა საჭირო აღნიშნული ფაქტის გამო. მას შემდეგ ერთ–ერთი თამაშისას ნასროლი ნიახური სესკ ფაბრეგასს მოხვდა, კლუბმა საბოლოოდ გადაწყვიტა აღნიშნულ პროდუქტზე ბანის დადება.

ბოთლის თავსახური

სტადიონებზე ნასროლი ბოთლი ალბათ ყველას გინახავთ, თუმცა ფეხბურთის სპეციალისტებმა ამ უსიამოვნო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ბოთლების აკრძალვაზე უფრო ჭკვიანური ხერხი მოიფიქრეს.

დაცვის თანამშრომლები თამაშის სანახავადა მისულ გულშემატკივარს შესასვლელში მხოლოდ ბოთლის სახურავის მოხსნისა და დატოვების შემდეგ უშვებენ. ეს იმით აიხსნება, რომ თავმოხდილი ბოთლი ტრიბუნებიდან სროლის შემდეგ ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე მოედნის ხაზამდე ვეღარ აღწევს.

ქოლგა

უამრავი სტადიონი დღემდე გადახურვის გარეშე აგრძელებს ფანების მასპინძლობას. მიუხედავად ამისა, საფეხბურთო კლუბების მფლობელების აზრით, ჯობია გულშემატკივარი დასველდეს და მცირე დისკომფორტი შეექმნას წვიმის შემთხვევაში, მაგრამ სამაგიეროდ ამით ფიზიკური დაზიანება აირიდოს თავიდან.

მათი განმარტებით ქოლგის ფორმა იარაღად შეიძლება იქნას გამოყენებული, რის გამოც ტრიბუნებზე მოხვედრა მხოლოდ საწვიმარი სამოსითაა დაშვებული.

დიდი გასაბერი ბურთი

ზღვის სანაპიროებზე ალბათ მსგავსი სახის ბურთებით გართობას ხშირად შესწრებიხართ, თუმცა სტადიონი ამისთვის ყველაზე შეუფერებელ ადგილადაა მიჩნეული.

ამის მიზეზი ერთ–ერთი საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე ნასროლი გასაბერი ბურთია, რომელმაც გამარჯვების გოლის გატანის სიტუაციაზე მოახდინა ზეგავლენა. სწორედ ამის გამო მათი შეტანა სტადიონზე აკრძალეს.

პერსონალური კომპიუტერი

ფეხბურთს განვითარებასთან ერთად ჟურნალისტები უფრო და უფრო აქტიურად აშუქებენ ყოველი მატჩის მიმდინარეობასა და მის პროცესში განვითარებულ მოვლენებს.

შესაბამისად, სტადიონებზე მედიისთვის გამოყოფილ ნაწილში პერსონალური კომპიუტერის შეტანა აუცილებელი პირობაა მედიის წარმომადგენლებისთვის, თუმცა ჩვეულებრივი გულშემატკივარი მათ შეტანას სტადიონის ტერიტორიაზე ვერ შეძლებს.

ამის მიზეზი ბომბებისა და მსგავსი საშიში მოწყობილობების წინააღმდეგ მიღებული ზომებია, რომლებიც ადვილად შეიძლება იქნას ჩამონტაჟებული კლავიატურის ქვეშ.

“სელფის ჯოხი”

ტურისტების ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი და გავრცელებული ნივთი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის საკმაოდ სახიფათო და აკრძალულ სიამოვნებას წარმოადგენს.

როგორც ინგლისური პრემიერ ლიგის ოფიციალური პირები აცხადებენ, ფოტოს გადაღებისთვის გამოსადექი ჯოხი საფეხბურთო მატჩის დროს მოწინააღმდეგე გუნდის ფანებისთვის ზიანის მიყენებისთვის შეიძლეა იქნას გამოყენებული.

ამის გამო მათი ტრიბუნაზე შეტანა თამაშზე დასწრებისას აკრძალულია, თუმცა სტადიონის დასათვალიერებლად მოწყობილი ტურებისას მსგავსი ნივთების შეტანაზე შეზღუდვა არ მოქმედებს.

ვუვუზელა

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამ მუსიკალურმა ინსტრუმენტმა ყველა კონტინენტის ბინადარს დაამახსოვრა თავი. ჩემპიონატზე წარმოქმნილი ობსტრუქციის გამო ისინი მსოფლიოს მასშტაბით მალევე აიკრძალა და პირველ რიგში ვუვუზელების გამოყენება საფეხბურთო მატჩების დამსწრეთათვის გახდა მიუღებელი.

მათი შემაწუხებელი ხმა ფანებისთვის თამაშის ყურების პროცესისას ერთ–ერთ ყველაზე არაკომფორტულ ასპექტათ მალევე ჩამოყალიბდა, რის გამოც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას ინგლისური ფეხბურთის ლიგამაც მიბაძა და უმაღლეს დივიზიონში ვუვუზელების გამოყენება აკრძალა.