მთავარი ჯანმრთელობა რჩევა ქალებს – ეს პროდუქტები თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია

რჩევა ქალებს – ეს პროდუქტები თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია

by guramus

ადამიანების სხეულს ყოველდღიური ცხოვრებისგან მიყენებული სხვადასხვა სახის სტრესი თანდათანობით საჭირო მინერალებისა და ვიტამინებისგან ცლის. მსგავსი პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად განსხვავებული სქესის წარმომადგენლებს ინდივიდუალური ასპექტების გამოსწორება მართებთ.

ჯანსაღი კვებისთვის გამოსადექი ამ რამდენიმე წესის დაცვა მათთვის მომხიბვლელი კანისა და ენერგიით სავსე ცხოვრების გარანტიაა:

1. რძის პროდუქტები

ყველი და იოგურტი ევროპული ცხოვრების წესისა და პირველ რიგში გამორჩეული ფრანგული დიეტების ყველაზე მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

ეს მათ ჯანსაღი სხეულის შენარჩუნებაში ეხმარებათ. ყველა რძის პროდუქტის მთავარი სასარგებლო თვისება კალციუმის მაღალი შემცველობაა. ის კბილების, ფრჩხილების და თმის სიჯანსაღის შენარჩუნებისთვისაა განკუთვნილი და ყოველდღიურად მათი მირთმევა ვიზუალზე დადებითად აისახება.

2. წითელი თევზი

თევზი ქალის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ელემენტს ომეგა 3-ს შეიცავს. სწორედ ის აგებს პასუხს კანის სიგლუვისა და საჭირო ზეთების გამომუშავების წარმატებულ პროცესზე.

რაციონში წითელი თევზის შეტანით ასევე წარმატებით მოახერხებთ ნაოჭების გაჩენის შეფერხებას. დიეტოლოგები ორაგულის მირთმევას კვირაში ორჯერ გვირჩევენ.

3. პროდუქტები, რომლებიც ვიტამინ С-ს შეიცავს

კივი, ციტრუსები, შინდი და ბულგარული წიწაკა ქალებისთვის სილამაზისა და ახალგაზრდული იერის შენარჩუნების ყველაზე ძლიერ იარაღად შეიძლება ჩაითვალოს.

აღნიშნული პროდუქტები ჩვენი მენიუსთვის განსხვავებული და ეგზოტიკური გემოს შემატებასთან ერტად, ასევე მდიდარია ვიტამინი С-თი, რომელიც ჯანსაღ კანზე აგებს პასუხს. ასევე ისინი იმუნური და ნერვული სისტემის აქტიურ მუშაობას უზრუნველყოფს.

4. ბროკოლი

ვიტამინი В-ს წყალობით, ბროკოლს ნერვულ სისტემაზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია და ასევე იგი ძალიან წარმატებულადაც კლავს ორგანიზმში მავნე ბაქტერიებს.

ამ ბოსტნეულის რეგულარული მიღება ახალგაზრდულ იერს ახანგრძლივებს. ქალებისთვის ბროკოლის მიღება კვირაში მინიმუმ სამჯერაა რეკომენდირებული. პირველ რიგში აღნიშნულ ვიტამინს სხეული საღამოს საათებში მოინელებს ყველაზე კარგად.

5. მწარე შოკოლადი

შავი შოკოლადი ქალების ხასიათზე დიდი ეფექტის მქონე შეუცვლელი პროდუქტია. მის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი, ფოსფორი და თუთია – ყველა ეს მინერალი ჰორმონალურ სისტემას აწესრიგებს და ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმს ბევრად უფრო მოქნილს ხდის.

დღეში მინიმუმ 25 გრამი მწარე შოკოლადის მიღებით თქვენ როგორც მეტაბოლიზმის წახალისებას, ასევე სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვითი პროცესების გაუმჯობესებასაც შეუწყობთ ხელს. პარალელურად, გემრიელი დესერტის პრობლემაც არ გექნებათ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: