მთავარი რჩევები ბავშვობის დროინდელი კბილები უნდა შევინახოთ – სერიოზული რჩევა ექიმებისგან

ბავშვობის დროინდელი კბილები უნდა შევინახოთ – სერიოზული რჩევა ექიმებისგან

by guramus

გახსოვთ ბავშვობაში პირველი კბილის ამოღების პროცესი? ბევრისთვის ეს სრულიად შეუმჩნევლად, შუა თამაშის დროს ხდება, ზოგიერთი კბილის მოცვლის პროცესს სხვადასხვა გასართობი ხერხით ასრულებს მშობლებთან ერთად.

მშობლები ხშირად შვილის პირველ კბილებს სამახსოვროდ ინახავენ, რადგან ეს მათთვის დადებით მოგონებებთან ასოცირდება. თუკი ეს უცნაურად გეჩვენებათ, მაშინ მეცნიერების ახალი დასკვნა აუცილებლად დაგაინტერესებთ, რომლითაც შენახული ძველი კბილების გამოყენების ყველაზე საინტერესო მიზეზი იპოვეს.

მშობელმა შესაძლოა უამრავი განსხვავებული მიზეზის გამო შეინახოს მათი პატარის პირველი მოცვლილი კბილი, თუმცა ერთ–ერთ მიზეზად შესაძლოა უკვე შვილების მომავალ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩაითვალოს.

მეცნიერების განცხადებით, თუკი პატარაობის დროინდელ კბილებს შევინახავთ, მათგან იმდენად მნიშვნელოვანი უჯრედების ამოღება შეიძლება, რომ მათი დახმარებით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენაც კი შეიძლება მოახერხონ.

რა არის სტომატოლოგიური უჯრედები და როგორ შეიძლება შევინახოთ ისინი?

ჩვენი სხეულის თითოეული ნაწილი პატარა უჯრედების ერთობლიობისგან შედგება. როგორც სახლის ასაშენებელი პროექტი, ჩვენი უჯრედების სტრუქტურაც რამდენიმე ნაწილად იყოფა. მათგან 3 ძირითად ჯგუფს გამოარჩევენ, რომლებიც განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებენ.

ადამიანის ბავშვობაში კბილებში არსებული პატარა უჯრედები ვითარდებიან და მომავალში ამ ჯგუფებიდან ერთ–ერთის მნიშვნელოვან ნაწილად ყალიბდებიან.  მსგავსი სახის უჯრედები ჩვენი ძვლების შემადგენელი ნაწილიცაა და მათი ამოღება და შენახვა სხვადასხვა სახის ძვალიდანაცაა შესაძლებელი.

ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილაკების შესანახად საჭირო აპარატურა სამეცნიერო ლაბორატორიებშია განთავსებული.

რაში გვეხმარებიან ძველი კბილები?

თქვენს კბილებსა და ძვლებში არსებულ უჯრედებს აქვთ შესაძლებლობა და ძალა იმისა, რომ განვითარებისა და ტრანსფორმაციის შედეგად ნებისმიერი სახის უჯრედების ჯგუფად გადაიქცნენ.

ამის გამო მეცნიერები მათი დახმარებით ცდილობენ კიბოსგან გამოწვეულ პროცესებს დაუპირისპირდნენ, რაც დაავადებული უჯრედების ჯანმრთელი ნაწილაკებით ჩანაცვლებას გულისხმობს. ასევე, მსგავსი მიდგომით მალე გულის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაც იგეგმება.

ასევე, შენახული კბილები თქვენი შვილის განათლებისთვისაც შეიძლება გამოიყენოთ. ჩაატარებინეთ მათ ექსპერიმენტები საკუთარ მოცვლილ კბილებზე სხვადასხვა სახის ტკბილი სასმელებითა და ფერადი საკვებით, რათა უფრო მარტივად აუხსნათ მათი უარყოფითი ზეგავლენის მიზეზები.