მთავარი რჩევები იოგის 6 საუკეთესო პოზა მკერდის იდეალური ფორმისთვის

იოგის 6 საუკეთესო პოზა მკერდის იდეალური ფორმისთვის

by guramus
მებრძოლი

ეს პოზა არამარტო თქვენი ძალის ბოლოდე ათვისებაში დაგეხმარებათ, არამედ იდეალურად გაგიჭიმავთ ყელისა და მუცლის კუნთებს.

გაშალეთ თქვენი ფეხები ფართოდ, ერთმანეთის პარალელურად

მოატრიალთ მარცხენა ფეხი მარცხენა მხარეს 90 გრადუსით, მარჯვენა ფეხი მოხარედ შიდა მხარეს. ამოისუნთქეთ და მოხარედ მარცხენა ფეხის მუხლი.

მარჯვენა ფეხი აუცილებლად უნდა იდგეს სწორ მდგომარეობაში. აწიეთ ხელები მაღლა და გაუსწორეთ თქვენს მხრებს. თავი მიაბრუნეთ მარცხნივ.

გაიმეორეთ 7–10 ჯერ, შემდეგ გააკეთეთ იგივე მარჯვენა მხარეს.

სამკუთხედი

იდეალური პოზა ხერხემალსა და სისხლის მიმოქცევაზე დადებითი გავლენის მოსახდენად.

გაშალეთ ფეხები ფართოდ. მარცხენა მოაბრუნეთ 90 გრადუსით, მარჯვენა 15 გრადუსით.

შეეხეთ მარცხენა მუხლს თქვენი მარჯვენა ხელით და მეორე ხელი გაშალეთ ზეცისკენ. ხელებით უნდა შექმნათ სწორი ხაზი. შეეცადეთ შეინარჩუნოთ წელი და ფეხები სწორ მდგომარეობაში.

აიხედეთ მაღლა და გაუსწორეთ მზერა თქვენს ხელის თითებს. გაიმეორეთ ეს პოზა მეორე მხარესაც.

კობრა

დაწექით მუცელზე და შეისუნთქეთ ღრმად. ნელა აწიეთ მკერდი მაღლა და სხეულის დაბლითა ნაწილი დატოვეთ ძირს. დაეყრდენით თქვენს მუხლებს და ძირს გაშლილ ხელებს.

აწიეთ თავი მაღლა და აიხედეთ ზევით.

ყოველი გაკეთებისას ეცადეთ უფრო დიდხანს გაჩერდეთ ასეთ მდგომარეობაში. ისუნთქეთ ღრმად და ნელა.

მშვილდი

ეს პოზა იდეალურად ახერხებს წელის ტკივილების განკურნებასა და მკერდის ფორმის გაუმჯობესებას:

დაწექით მუცელზე, შეისუნთქეთ და მოხარეთ მუხლები. აწიეთ ისინი ზუსტად თქვენი კეფის სიმაღლემდე. ეცადეთ დაიჭიროთ ხელებით თქვენი კოჭები.

ნელი სუნთქვის ფონზე ასეთ მდგომარეობაში ეცადეთ აწიოთ თქვენი ხელები და ფეხები რაც შეიძლება მაღლა. თქვენი ბარძაყები და მკერდი უნდა გაჩერდეს ჰაერში.

ეცადეთ ეს პოზიცია შეინარჩუნოთ მინიმუმ 30 წამი.

ბორბალი

ეს პოზა კურნავს თავის ტკივილს და აჯანსაღებს კისრის კუნთებს.

დაწექით ზურგზე, გაშალეთ ხელები და ფეხები პარალელურად და მხრების სიგანეზე ოდნავ უფრო ფართოდ.

დაეყრდენით თქვენს ფეხის თითებს და ხელის გულებს. შემოწიეთ თეძოებისკენ ისინი და ამოისუნთქეთ. აწიეთ თქვენი მკერდი რაც შეიძლება მაღლა.

ეცადეთ სრულიად გაასწოროთ თქვენი ხელები. დარჩით ასეთ მდგომარეობაში 30 წამის განმავლობაში.

აქლემი

დადექით მუხლებზე და შეატყუპეთ ფეხები.

ნელა გადაიხარეთ უკან და დააწყვეთ თქვენი ხელის გულები ფეხის ძირებზე. უკან გადახარეთ წელი ისე, რომ ნეკნების არე დაგეჭიმოთ.

შეინარჩუნეთ მკერდი ასეთ მდგომარეობასი 30 წამი და შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას.