მთავარი რჩევები თუ დაფეხმძიმება გიჭირთ, მაშინ ეს 6 მიზეზი სასწრაფოდ უნდა გამორიცხოთ

თუ დაფეხმძიმება გიჭირთ, მაშინ ეს 6 მიზეზი სასწრაფოდ უნდა გამორიცხოთ

by guramus

ორსულობის ხელის შემშლელი ყველაზე მთავარი მიზეზები ბევრისთვის ცნობილია. სიმართლეა, რომ მშობიარობა და თქვენი შვილის ბუნებრივი რძით გამოკვების პერიოდი, ასევე მოწევა და ორსულობის საწინააღმდეგო აბების გამოყენება დაფეხმძიმების შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს.

თუმცა,ამ ფაქტორების არ არსებობა ბავშვის ჩასახვის გარანტიას მაინც არ იძლევა. ასევე არსებობს კიდევ რამდენიმე უცნობი დეტალი, რომელმაც შესაძლოა თქვენი გეგმების განხორციელებას ხელი შეუშალოს:

6. ზედმეტად ბევრი ცხიმისა და კალორიების მქონე საკვების მიღება

საყვარელი ტკბილეულის ჭამა და ქუჩაში, სწრაფი კვების ობიექტების მიერ შემოთავაზებული მენიუდან არჩეული კერძები შესაძლოა მომხიბლავ იდეად გესახებათ, თუმცა მსგავსი ჩვევები თქვენს მუცელში ნაყოფის ჩასახვის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს. არასწორი კვების რეჟიმით ცხოვრების მაგივრად ჯანსაღი საკვებით დანაყრება ორსულობის შანსებს 73%–ით ზრდის.

5. გადაღლამდე ვარჯიში

ჯანსაღი ცხოვრების წესი და ვარჯიში ორსულობაზე დადებითად მოქმედებს, თუმცა ზედმეტი გადაღლა უარყოფით და საპირისპირო შედეგს მოგცემთ. ზედმეტად გადაღლილი სხეული ენერგიის ბალანსის დარღვევას იწვევს და რეპროდუქციის პროცესს აფერხებს.

თუკი ყოველდღე აპირებთ სხეულის ფორმებზე ზრუნვას, ზუსტად განსაზღვრეთ თქვენი კუნთებისთვის საკმარისი სავარჯიშო დრო.

4. თქვენი წონა ასაკთან და სიმაღლესთან მიმართებაში

ადამიანების ხასიათი და საკუთარი სხეულის ფორმების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის განსხვავდება. თუმცა, ორსულობის სურვილის მქონე პირები აუცილებლად უნდა დააკვირდნენ თავიანთ აგებულებას და მისი ჯანსაღი ფორმების ჩამოყალიბებაზე იზრუნონ.

ზედმეტად გამხდარი ან ზედმეტად მსუქანი ადამიანი ერთნაირადაა ისეთი საფრთხეების ქვეშ, როგორიცაა უშვილობა, მუცლის მოშლა ან ნაადრევი მშობიარობა. არსებობს უამრავი აპლიკაცია, რომელიც თქვენი ასაკისა და სიმაღლის მიხედვით იდეალურად გამოგითვლით სასარგებლო წონას.

3. პარტნიორის ნერვიულობა

სამეცნიერო დასკვნების მიხედვით მამაკაცებს ბავშვის ჩასახვის პროცესში სასარგებლო მონაწილეობისთვის სტრესისგან განთავისუფლება სჭირდებათ.

სამსახურისა და სხვადასხვა სოციალური პრობლემებისგან გამოწვეული სტრესის გამო შესაძლოა თქვენი პარტნიორი უნაყოფობის მიზეზი გახდეს.

2. არასწორი ლუბრიკანტი.

1. ოვულაციის პერიოდის არასწორად განსაზღვრა

ხშირად მენსტრუაციული ციკლის დროების ცვლილების გამო ნაყოფიერების პერიოდის გამოთვლა შეუძლებელი ხდება დიდი დაკვირვებისა და ზუსტი სტატისტიკის გარეშე.

გამოიყენეთ რომელიმე სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომელიც ავტომატურად დათვლის ყოველი თვის დღეების მიხედვით თქვენთვის ყველაზე სასარგებლო დღეების პერიოდს. აღნიშნულ საკითხში 1 და 2 დღის სხვაობაც კი მნიშვნელოვნად ცვლის შედეგს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: