მთავარი რჩევები ზამთარი მოდის და აუცილებელია იმუნიტეტის გაძლიერება – შეამზადეთ სხეული ახლავე ამ პროდუქტების დახმარებით

ზამთარი მოდის და აუცილებელია იმუნიტეტის გაძლიერება – შეამზადეთ სხეული ახლავე ამ პროდუქტების დახმარებით

by guramus

საზაფხულო სეზონის შემდეგ გრიპის და გაციების შემთხვევები საკმაოდ ხშირდება, რისი თავიდან აცილების მიზნითაც ჯანსაღი და ძლიერი იმუნიტეტის ქონა უპირველესი გამოსავალია.

თუ ზამთრის მოახლოებასთან ერთათ სხეულის ტემპერატურის ბუნებრივ დონეზე შენარჩუნება გსურთ და სამედიცინო მედიკამენტების მომარაგებაც თქვენთვის არასასურველი ცხოვრების სტილია, მაშინ ყოველდღიურ რაციონში ამ პროდუქტების შეტანა საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენს:

1. იოგურტი

იოგურტის შემადგენლობაში სასარგებლო ბაქტერიებია, რომლებიც ინფექციებს ებრძვის. რეკომენდირებული დოზა – ერთი ქილა დღეში და არც ისე ტკბილი. საუკეთესო ვარიანტად რომელიმე ხილის შემცველი იოგურტის მირთმევა ითვლება.

2. შვრიის ფაფა

ის სავსეა ანტიოქსიდანტებით. ასწრაფებს გამოჯანმრთელებას და ანტიბიოტიკებზე ძლიერადაც მოქმედებს. დოზა – ერთი პორცია დღეში.

3. ნიორი

ეს სასარგებლო დანამატი შეიცავს ალიცინს, რომელიც ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელ ყველაზე მეტ ინფექციას ებრძვის. დღეში 1-2ჯერ ის სხვადასხვა საკვებს დაამატეთ.

4. ჩაი

შავსა და მწვანე ჩაიში იმუნიტეტის გასაძლიერებელი ამინომჟავებია. დღეში რამდენიმე ჭიქის დალევით თქვენ ცივი ტემპერატურით გამოწვეული დაავადებების უმრავლესობას თავიდან აიცილებთ ბუნებრივი გზით.

5. ხორცი

თუთია ერთ-ერთი მინერალია, რომელიც ბევრ ადამიანს აკლია, განსაკუთრებით ვეგეტარიანელებს. ის ლეიკოციტებს წარმოშობს, რაც ვირუსებს ებრძვის. მსგავსი უნიკალური და ბუნებრივი დახმარების მისაღებად დღეში 100 გრამი ხორცის მიღება საკმარისია.

6. სოკო

თუ თქვენ ყოველდღიურად მაკარონს, სალათს ან ნებისმიერ თქვენ საყვარელ კერძს 10 გრამამდე სოკოს დაუმატებთ, იმუნური სისტემა ყველაზე სწრაფად გამოგიკეთდებათ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: