მთავარი რჩევები 5 პროდუქტი, რომელიც სიმთვრალეში არ უნდა მიირთვათ

5 პროდუქტი, რომელიც სიმთვრალეში არ უნდა მიირთვათ

by guramus

ადამიანის სხეული და პირველ რიგში მომნელებელი სისტემა ალკოჰოლის მიღების შემდეგ თავდაცვის რეჟიმის მსგავს რამდენიმე პროცესს მიმართავს მის მოსანელებლად.

პირველ რიგში სისხლში ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაციის გაზრდა ჩვენი საყვარელი პროდუქტებისა და მათი შემცველი ნივთიერებების გადამუშავებასა  და საჭირო ვიტამინების სწორად დაშლაზე ახდენს გავლენას. მსგავსი ეფექტის გამო შესაძლოა ყველაზე სასარგებლო საკვებიც კი სიმთვრალის გამო პირიქით უფრო უარყოფით ელემენტად მოგვევლინოს.

თუკი ამ სიაში ჩამოთვლის საჭმელს მხოლოდ სიფხიზლის მდგომარეობაში მიირთმევთ, საკმაოდ ცუდ ეფექტებს აიცილებთ თავიდან:

1. ფორთოხალი

ჩვეულებრივ შემთხვევაში ციტრუსებისა და განსაკუთრებით ფორთოხალის ჭამა კუნთებისა და წნევისთვის იდეალურ გამაჯანსაღებელ პროცესს წარმოადგენს, მაგრამ მათი შემცველი სხვადასხვა მჟავა ალკოჰოლთან ერთად საპირისპირო შედეგს იწვევს.

საკვების გადამამუშავებელ სისტემაში ფორთოხალისა და სასმელის ერთად მოხვედრამ შესაძლოა წნევა და მუცლის სპაზმები გამოიწვიოს. უმჯობესია სასმელთან ერთად ბანანს თუ მიირთმევთ ციტრუსების მაგივრად.

2. პიცა მარინარა

თუ თქვენი საყვარელი სასმელების სიაში შამპანიური შედის, მაშინ მასთან ერთად ტომატისა და მსგავსი შიგთავსის მქონე პიცების ჭამისგან თავი უნდა შეიკავოთ.

3. შოკოლადი

კოფეინისა და კაკაოს ნაზავი ყველაზე დიდი პრობლემის მომტანი სწორად ალკოჰოლთან შერევის დროსაა.

4. კარტოფილი ფრი

ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სწრაფი კვების ობიექტების მენიუს შემადგენელი კერძი მარილის შემცველობისა და ცხიმის კონცენტრაციის გამო ალკოჰოლს არ უნდა დაუმატოთ. აღნიშნული დუეტი ძალიან ცუდ ნაბახუსევს გამოიწვევს.

5. კარამელი

თუ ფიქრობთ, რომ საკმარისი დოზით მიიღეთ სასმელი და ახლა მხოლოდ საინტერესო დესერტით დატკბობა გსურთ, კარამელით მორთული ტკბილეული ყველაზე ბოლოს უნდა გაიხსენოთ.

ზედმეტად ტკბილი მასალა აუცილებლად მოგანდომებთ უფრო მეტი ალკოჰოლის დალევას, რამაც შეიძლება ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.