მთავარი ჯანმრთელობა თუ გინდათ რომ უფრო დიდხანს იცხოვროთ, ეს 8 ჩვევა უნდა დაიმახსოვროთ

თუ გინდათ რომ უფრო დიდხანს იცხოვროთ, ეს 8 ჩვევა უნდა დაიმახსოვროთ

by guramus

ადამიანების უმრავლესობა ხშირად გაუცნობიერებლად ანხორციელებს საკუთარი თავისთვის ცუდ ჩვევას. თუ თქვენ გინდათ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით იცხოვროთ და ამასთან ერთად სიამოვნების მომტანი ჩვევებიც არ დაივიწყოთ, მაშინ ეს სია კარგი და ცუდი წესების განსხვავებაში იდეალურად დაგეხმარებათ.

მეცნიერების დასკვნით, ყოველდღიური ცხოვრების წესში რამდენიმე მცირე ცვლილების შეტანაც კი შესაძლოა თქვენი ცხოვრების ხანგრძლივობის გაზრდის მიზეზიც კი გახდეს.

1. დაიძინეთ საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე

ჩინეთში ცნობილი ექიმების მიერ ჩატარებული ცდების შედეგათ სრულიად ახალი სისტემა შეიმუშავეს,რომელიც ზუსტად წარმოადგენს ძილისთვის განკუთვნილ საათებში როგორ და როდის ხდება თითოეული ორგანოს დასვენება.

თუ თქვენ აღნიშნულ დროებში გადაწყვეტთ დასვენებას, ფილტვები და მომნელებელი სისტემა 2–ჯერ უფრო მარტივად და სწრაფად მოახერხებს გაჯანსაღებასა და მეორე დღისთვის მომზადებას.

2. არ ინერვიულოთ საზოგადოების აზრზე.

სხვისი აზრის შესახებ ზედმეტი ფიქრი ისეთ სტრესულ მოქმედებებს იწვევს ჩვენს გონებასა და სხეულში, რომ მათგან გათავისუფლება სპონტანურობისა და ჯანსაღი ნერვული სისტემისთვის ყველაზე საჭირო რამეა. უფრო მეტი ბედნიერების განცდა კი პირდაპირაა დაკავშირებული ხანგრძლივ და ჯანმრთელ სიცოცხლესთან.

3. მიიღეთ მზის აბაზანები

D ვიტამინის მიღება და დიაბეტის წინააღმდეგ ერთდროულად ბრძოლა ერთი მარტივი გზით შეგიძლიათ. მზის აბაზანების მიღებას ეს ეფექტები ყველაზე მეტად ახასიათებს და დღეში 1 საათიც კი საკმარისია მსგავსი შედეგების მისაღებად.

4. კბილების ზედმეტი სიხშირით გახეხვა

გარკვეული საკვების მიღების შემდეგ კბილის ზედაპირი ზედმეტად მგრძნობიარე ხდება და მისი დაზიანება უფრო მარტივადაა შესაძლებელი. ამიტომ უკეთესი იქნება თუ ყოველი კერძის მირთმევის შემდეგ კბილების გამოხეხვის ტრადიციას ოდნავ შეცვლით, რათა კბილის სიჯანსაღისთვის საჭირო უჯრედები თქვენი ხელით არ გაანადგუროთ.

5. მიირთვით მეტი პომიდორი

ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 11 წლიანი კვლების შედეგად დაასკვნეს, რომ ყველაზე მეტი ინფექციური დაავადების პროგრესის შეჩერება და წარმოქმნის თავიდან აცილება დიეტაში სწორედ ამ საჭმელის მქონე ადამიანებმა მოახერხეს. ეს სწორედი იმ ნივთიერებების შემცველობის ბრალია, რომელიც პომიდორს წითელ შემცველობას აძლევს.

6. ამჯობინეთ პურის გარეკანი მის შუაგულს

საკვები პროდუქტების ექსპერტების აზრით პურის შემცველობაში არსებული ყველაზე სასარგებლო მინერალები და უჯრედები სწორედ კარის გარენაწილში იყრის თავს ცხელი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად.

7. იცეკვეთ

მუსიკისა და ცეკვის კულტურის სიყვარული თქვენს ჯანმრთელობაზე შესაძლოა საუკეთესო ზეგავლენის მომხდენ აქტივობა აღმოჩნდეს.

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ სალსას ცეკვისას ადამიანის ფილტვების მუშაობა და სისხლის მიმოქცევა მნიშვნელოვნად უკეთესდება, ასევე ეს თქვენი ძვლების გამტკიცებისთვისაც იდეალური არჩევანია.

8. ძილის წინ ჩაიცვით სველი წინდები

სისხლის მიმოქცევისა და თქვენი კანის ჯანსაღი სუნთქვის კონტროლი თურმე ერთი მარტივი მეთოდითაა შესაძლებელი.

თუ თქვენი ფეხის ტემპერატურას ხელოვნურად დაწევთ, მათი გაგრილებისთვის საჭირო ნუტრიენტები ფეხიდან სხეულის სხვადასხვა ნაწილში, პირველ რიგში კი თქვენი კანის ზედაპირისკენ გადაინაცვლებენ და ეს პროცესი ნებისმიერი ინფექციისგან განთავისუფლების საუკეთესო გზაა.