მთავარი ჯანმრთელობა 7 მიზეზი, რომლის წაკითხვაც ყოველდღე სირბილს მოგანდომებთ

7 მიზეზი, რომლის წაკითხვაც ყოველდღე სირბილს მოგანდომებთ

by guramus

ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ იდეალური გარეგნობისთვის, საუკეთესო გონებრივი შესაძლებლობებისა და უდიდესი ძალის მოპოვებისთვის ერთი ჩვება იყო საკმარისი.

სირბილი უამრავი დადებითი თვისებით გამოირჩევა და თუ გსურთ ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავება, ეს იდეალური გამოსავალია. ქვევით მოცემული ჩამონათვალი აუცილებლად მოგანდომებთ ყოველდღე სარბენად წასვლას:

  • სირბილი თქვენს გულს აძლიერებს და თქვენს სხეულში კაპილარების რაოდენობას ზრდის. ასევე იზრდება სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობაც და გული, როგორც კუნთი უფრო ძლიერი ხდება.
  • უმჯობესდება თქვენი კუნთების მიერ ჟანგბადის გამოყენების დონეც. გაჯანსაღებული გული უფრო მეტ სისხლს ტუმბავს და როდესაც სისხლის მიმოქცევა იზრდება, სხეული უფრო მეტი სასარგებლო ჟანგბადით ივსება. ყველა ორგანოს უფრო მეტი და გამდიდრებული სისხლი მიეწოდება.

  • სირბილისიას თქვენ სტრესისგან დაიცლებით. სხეული ნერვული სისტემის შემაბრკოლებელი უჯრედებს კუნთებში აგზავნის და დაღლის პროცესის უფრო სასიამოვნო ხდება.

როდესაც მსგავსი ტიპის ვარჯიშს ანხორციელებთ, თქვენს სხეულში სპეციალური ჰორმონი გამოიოფა დიდი რაოდენობით. მისი სახელია ენდორფინი და იგი სიხარულისა და ეიფორიის გამომწვევად ითვლება. ამიტომაც, ჯანსაღი სირბილის რუტინის შესრულების შემდეგ თავს უფრო კარგად იგრძნობთ. 

  • სირბილისას თქვენი მენტალური მდგომარეობა უმჯობესდება.ამას ტვინის მიმართულებით წასული ჟანგბადის გაზრდილი რაოდენობა იწვევს. ასეთ ვითარებაში თქვენი გონება თავისით იწყებს თქვენს ცხოვრებაში არსებული ყველაზე რთული საკითხების გადაწყვეტაზე ფიქრს და გამოსავლის პოვნასაც უფრო მარტივად ახერხებს.

  • რეგულაური სირბილი გემოგლობინის საჭირო რაოდენობის გამოყოფას უზრუნველყოფს, ასევე სისხლში არსებული ქოლესტერინის შემცველობას არეგულირებს. მსგავსი სისტემა თქვენი მეტაბოლიზმის მოწესრიგებას იწვევს, რაც წონის უფრო უკეთ გაკონტროლებაში დაგეხმარებათ.
  • საღამოს საათებში სირბილი იდეალური საშუალებაა მოგვიანებით, მშვიდად და მალე დაძინების უზრუნველსაყოფად.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: