მთავარი ჯანმრთელობა ზედმეტი შაქარი შენი მტერია – აი, 7 სიმპტომი, რითიც დაადგენთ ორგანიზმში შაქრის დონეს

ზედმეტი შაქარი შენი მტერია – აი, 7 სიმპტომი, რითიც დაადგენთ ორგანიზმში შაქრის დონეს

by guramus

მაღაზიაში ნაყიდი იოგურტი, ნამცხვარი, ტორტი და კამფეტები. ამ გემრიელ სიას ერთი დეტალი – შაქრის დიდი შემცველობა აერთიანებს. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ არც ისე დიდი რაოდენობის ტკბილეულს მიირთმევთ, რადგან თვითონ კამფეტების რაოდენობას ითვლით.

თუმცა, სამწუხაროდ ყოველდღიურად საკმაოდ ბევრი და უცნობი სახით გვიწევს შაქრის დიდი ოდენობის მიღება საყვარელ მენიუსთან ერთად. გარკვეული დროის შემდეგ თქვენი სხეული მის რაოდენობას ვეღარ უმკლავდება და ამის მანიშნებელ სხვადასხვა სიმპტომს ამჟღავნებს:

1. წონაში მატება

ჭარბწონიანობა მსოფლიოში გავრცელებული ცნობილი პრობლემაა. მისი ერთ–ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ შაქარია, რომელიც ყველაზე უფრო სახიფათო ტკბილი და გაზიანი სასმელების გამოა.

მათი დიდი ოდენობით დალევა შესაძლოა შეუმჩნევლადაც კი მოხდეს, რაც საბოლოოდ წონაში საგრძნობლად დიდ ზრდას იწვევს.

2. ხშირი გამონაყარი

undefined

ბევრი შაქრის მიღება რომ კანისთვის ჯანსაღ ქმედებას არ წარმოადგენს უკვე საიდუმლოს არ წარმოადგენს. თუმცა, სახის კანზე გამონაყარის გაჩენას და შუბლის კანის გაუხეშებას ბევრისთვის შაქართან საერთოდ არ აკავშირებს, მაგრამ სინამდვილეში ასეთ პრობლემებს პირველ რიგში ყველაზე ხშირად სწორედ დიდი ოდენობით შაქრის მიღება იწვევს.

3. ხშირად დაღლა

ხშირად საუზმეზე ისეთი ტკბილეულისა და დესერტების მიღება, რომელიც სისხლში შაქრის დონის სწრაფ აწევასა და ენერგიის მოზღვავებას იწვევს, საერთო ჯამში მთლიანი დღისთვის სამყოფი ენერგიის გამოფიტვას იწვევს. მოერიდეთ დილის პერიოდში შაქრის მირთმევას, რათა ორგანიზმმა საჭირო ენერგია სწორ დროსა და სიტუაციაში მოგაწოდოთ.

4. გამუდმებული შიმშილის გრძნობა

undefined

შაქარმა შესაძლოა პირველი ან მეორე ტიპის დიაბეტი გამოიწვიოს, რაც ორგანიზმში ინსულინის ნაკლებობას იწვევს.

ასეთ ვითარებაში თქვენ ორგანოებს შორის გლუკოზის მოლეკულების მიმოცვლა ირღვევა და კუნთების ენერგიით მომარაგებაც ფერხდება. აღნიშნული პროცესი იწვევს ახალი საკვების მიღების მოთხოვნას ენერგიის შესავსებად.

5. ინერტულობა და დეპრესიული ხასიათი

სისხლში მაღალი შაქრის შემცველობა როგორ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, სწორედ დეპრესიას იწვევს. ის აპათიისა და დაღლილობის შეგრძნებას იწვევს, რის გამოც ადამიანებს ნათლად აზროვნება უჭირთ.

6. გაციებასთან ბრძოლის უნარის დაკარგვა

undefined

სისხლში მაღალი შაქრის დოზა ლეიკოციტების ფუნქციონირებას აფერხებს, რაც იმუნური სისტემისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესია ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად. თუ ხშირად ცივდებით, ესეიგი თქვენი იმუნური სისტემა შესაძლოა შაქარმა დააზიანა.

7. გინეკოლოგიური დაავადებები და ცისტიტი

თქვენს მუცელში ჩამოყალირებული მიკროფლორისთვის ბაქტერიებისგან თავის დაცვა ყველაზე მთავარ საკითხს წარმოადგენს. თუმცა, ბაქტერიული უჯრედები თქვენსავით შაქრის დიდი სიყვარულით გამოირჩევიან და მისი დიდი დოზის არსებობის შემთხვევაში მომნელებელ სისტემაში ბევრად უფრო ადვილად მრავლდებიან.

მსგავსი სიტუაცია შესაძლოა მრავალი ქრონიკული დაავადების გამომწვევი გახდეს, რადგან საჭირო მიკროორგანიზმების წარმოქმნა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სისხლში მაღალი შაქრის დონის მანიშნებელი სიმპტომები:

undefined

  1. ქრონიკული დიარეა
  2. თავის ტკივილი
  3. მშრალი კანი
  4. ჭრილობებისა და ნაკაწრების ნელი შეხორცება
  5. წონაში დაკლების პრობლემები ბევრი ვარჯიშის მიუხედავად
მაღალი შაქრის დოზით გამოწვეული საშიშროებები:

undefined

  1. კიბოს რისკის ზრდა
  2. კარდიოვასკულარული დაავადებების განმეორების რისკი
  3. დიაბეტის რისკი
  4. კანის დაბერების პროცესის დაჩქარება
  5. კბილების სიჯანსაღის დაკარგვა
როგორ ვაკონტროლოთ შაქრის დონე?

undefined

  1. უარი თქვით გაზიან სასმელებზე.
  2. მიირთვით ხილით დამტკმარი იოგურტი
  3. ჩაანაცვლეთ ტკბილეული ხილით
  4. მორთეთ სალათი ზეთის ხილის ზეთით ტკბილი სანელებლების მაგივრად