მთავარი ჯანმრთელობა ვენები კანის ზედაპირზე – კოსმეტიკური დეფექტი თუ სერიოზული პრობლემა?

ვენები კანის ზედაპირზე – კოსმეტიკური დეფექტი თუ სერიოზული პრობლემა?

by guramus
რას წარმოადგენს ობობისეული ვენები?

აღნიშნული სახელისა და ვიზუალის ვენები არტერიებში სისხლის გადაადგილების პროცესის მიმდინარეობისას დეფექტების წარმოშობის შედეგად ჩნდება.

არტერიებისა და ვენების კედლები ვართოვდება და შესაბამისად, ისინი კანის ზედაპირიდან შესამჩნევი ხდება. ეს ვარიკოზულ პრობლემას წარმოადგენს და ნამდვილად არ არის სხეულის კოსმეტიკური დეტალი.

ვის ემუქრება ეს?

მსგავსი რამ შესაძლოა ჯანმრთელ ადამიანსაც დაემართოს, თუმცა უფრო მეტად ეს ემუქრებათ:

undefined

  • მათ, ვინც ღია ცის ქვეშ მუშაობს
  • ვინც დიდ ხანს ატარებს მჯდომარე მდგომარეობაში
  • ალკოჰოლის მოყვარულებს
  • ორსულებს
  • მოხუცებს
მიზეზები და სიმპტომები

undefined

ვენების ასეთ გამოსახვას ყოველთვის ერთი მიზეზი არ აქვს. ვენებს შორის არსებული კედლები მათში გამდინარე სისხლის სწორი მიმართულებით გადაადგილებას უზრუნველყოფენ, თუმცა ისინი შესაძლოა დეფორმირდნენ და ვენების მდგომარეობაც შეცვალონ.

ვარიკოზული დაავადებების გამო შესაძლოა ვენების კედლები შეთხელდეს და დასუსტდეს, რაც იგივე შედეგს მოგვცემს.

სიმპტომები:

undefined

  • ბრმა ტკივილი
  • სპაზმები
  • ქავილი
  • ფეხების დაღლა
  • ვენებში შეკუმშულობის განცდა

მსგავსი პრობლემების გახშირებისას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

undefined

რა შეიძლება გააკეთოთ სახლში ასეთ შემთხვევაში?

საკუთარი თავის მკურნალობა ხშირად მიუღებელია, თუმცა რამდენიმე მეთოდის გამოყენება თქვენთვის შესაძლოა საკმაოდ გამაჯანსაღებელი გამოდგეს:

1. ვარჯიში

undefined

რეგულარული ვარჯიში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ვარჯიში ასევე სისხლის წნევასაც არეგულირებს, რაც ერთ–ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია ვენების დეფორმაციის. იოგა, ველოსიპედის ტარება ან ცურვა საუკეთესო გამოსავალია.

2. დიეტა

undefined

თქვენთვის მსგავს სიტუაციაში ყველაზე სასარგებლო პოტასიუმით სავსე საკვები დანამატებია. მიირთვით თხილი, ლობიო, კარტოფილი, ფოთლოვანი ბოსტნეული და ბრინჯი. ასევე, სხვა საჭირო მინერალების მისაღებად ჭამეთ ტკბილი წიწაკა, ბროკოლი, ციტრუსოვანი ხილი, ყურძენი და ვაშლი. ასევე ხახვიც.

3. სწორი სამოსი

undefined

არ ჩაიცვათ ისეთი სამოსი, რომელიც ზედმეტად მოტკეცილია, რადგან ის აუცილებლად ახდენს ზეგავლენას ვენებში სისხლის მიმოქცევაზე. ასევე შეეცადეთ შეამციროთ ქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმაც.

4. აწიეთ ფეხები მაღლა

undefined

კარგი იქნება, თუ ყოველთვის ეცდებით ფეხები მაღლა აწეულ მდგომარეობაში ამყოფოთ. ამისთვის შეგიძლიათ დაბალი სკამი ან რბილი ბალიში გამოიყენოთ.

ეს ყველაზე საჭირო მაშინაა, როდესაც დიდი დროის გატარება მჯდომარე მდგომარეობაში გიწევთ. ზოგჯერ წამოწექით და ფეხები მდივანის სახელურებზე შემოაწყეთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: