მკერდის მდგომარეობა ქალის ჯანმრთელობის შესაფასებლად ყველაზე საუკეთესო და ნათელი საშუალებაა. ამასთანავე, კერტები ერთ–ერთი ყველაზე სენსიტიური და ნაზი ნაწილია სხეულის.
ზოგჯერ ისინი შესაძლოა აგტკივდეთ და ამის მიზეზი პრე–მენსტრუაციულ პერიოდზე ბევრად უფრო სერიოზული რამ შეიძლება იყოს. ამ სტატიაში გაეცნობით იმ სიმპტომებს, რომლის მიხედვითაც ადვილად დაადგენთ არის თუ არა თქვენი მკერდის ტკივილი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემით გამოწვეული.
კერტების ტკივილის მიზეზები:
1. მენსტრუაციული პერიოდი
ეს ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დისკომფორტის მიზეზია. სხეულში გაზრდილი ესტროგენისა და პროგესტერონის რაოდენობა მკერდის სითხით გავსებასა და შეშუპებას იწვევს. როგორც წესი ეს პრობლემა პერიოდის დაწყებასთან ერთად ქრება.
2. მშობიარობა
ამ შემთხვევაშიც საქმე ჰორმონების რაოდენობის ცვლილებასთან გვაქვს. მკერდის თავების სინაზე და მათი ღია ფერი შესაძლოა ორსულობის პერიოდშიც გამკვეთრდეს.
3. მოჭერა
მკერდის ტკივილი შეიძლება არასწორი ზომის ლიფის შერჩევამაც გამოიწვიოს. მათი კანზე ძლიერად მოჭერა განსაკუთრებით კერტების სენსიტიურ ზედაპირზე მოქმედებს ცუდად და აღნიშნული უხეში ხახუნის გამო შეილება მათი ანთებითი პროცესები გამოიწვიოს.
4. ალერგია
საპონი, შხაპის გელი, კოსმეტიკური საშუალებები და სარეცხი ფხვნილი, რომლითაც თქვენს სამოსს რეცხავთ. ამ ჩამონათვალში ხსენებულმა თითოეულმა ნივთმა შესაძლოა მკერდის არეში ალერგიული რეაქციები წარმოქმნას, თუკი კერტების მიდამო ზედმეტად გაქვთ გაღიზიანებული სხვა ფაქტორების ზეგავლენისგან.
თუ ამ მიდამოებში სიწითლე და ქავილის შეგრძნება გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს, რათა ალერგიის ზუსტი მიზეზი გითხრათ.
5. ინფექცია
ალერგებისა და სამოსისგან გამოწვეული ზეწოლის გამოცდის შემდეგ კერტების არის გაუხეშებულ ზედაპირში ინფექციებს ყველაზე ადვილად შეუძლიათ შეღწევა.
6. მასტიტი
მასტიტის დროს თქვენი მკერდის თავების ანთება შეგაწუხებთ, იგრძნობთ კანის დაჭიმულობასა და შეშუპებას. კერტების არეში სიწითლესთან ერთად, მათი შეხებისას იგრძნობთ ტკივილს.
ასევე, შესაძლოა ისეთი სიმპტომები ერთვოდეს ამ პრობლემას თავს, როგორიცაა გადაღლა, მაღალი სიცხე და ტკივილები სახსრებში. მასტიტი ყველაზე ხშირად ბავშვის ბუნებრივი გზით კვების პროცესში შეიძლება იქნას წარმოქმნილი. მკერდში რძის ზედმეტად დიდი ხნით დარჩენა ამ ინფექციის მთავარი გამომწვევი მიზეზია.
7. კიბო
კიბოს მიზეზით გამოწვეული კერტის ტკივილი როგორც წესი მხოლოდ ერთი ძუძუს არეში იჩენს თავს. ტკივილთან ერთად ასეთ დროს წარმოიშობა ქავილის, სიწითლისა და კანის აქერცვლის სიმპტომები მკერდის თავის არეში.
მარტივი ხერხები კერტების გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად
- შეარჩიეთ კარგი ქსოვილისგან დამზადებული ლიფი ალერგიისგან თავის დასაცავად
- გარეცხეთ სამოსი მაღალი ხარისხის სარეცხი საშუალებებით
- შეარჩიეთ თქვენი ზომის სამოსი – არც უფრო დიდი და არც პატარა
- თუ მენსტრუაციის წინა პერიოდში კერტები გაგიუხეშდათ, შეამცირეთ ყავის დოზა და ჭამეთ უფრო ნაკლები მარილი.
- ივარჯიშეთ უფრო ხშირად, რათა თქვენს ორგანიზმს მკერდის არეში ზედმეტი რაოდენობის სითხის დაგროვების წინააღმდეგ ბრძოლა გაუადვილოთ.