მთავარი რჩევები სხეულის შეშუპების მიზეზი ორგანიზმში ჭარბი სითხეა. აი, რჩევები, რითიც გამოდევნით ზედმეტ სითხეს.

სხეულის შეშუპების მიზეზი ორგანიზმში ჭარბი სითხეა. აი, რჩევები, რითიც გამოდევნით ზედმეტ სითხეს.

by guramus

ჩვენი სხეულის დაახლოებით 80% წყლისგან შედგება. შესაბამისად მას ჩვენს ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა აქვს. თუმცა, წყალი შესაძლოა დისკომფორტისა და პრობლემების გამომწვევ მიზეზადაც მოგვევლინოს, თუკი მისი დიდი რაოდენობა დაგვიგროვდება ორგანიზმში.

მსგავსი ასპექტები შეშუპებასა და ტანის სხვადასხვა მონაკვეთის გასიებას იწვევს. ასეთ დროს საჭიროა სწორ და ზუსტ ზომებს მივმართოთ, რომლებზეც ახლა მოგითხრობთ:

როგორ უნდა გავიგოთ დაგვიგროვდა თუ არა სხეულში ზედმეტი წყალი და რა მოჰყვება ამას?

სხეულის რამდენიმე ნაწილი ყველაზე აშკარა სიმპტომების გამოვლინებით გამოირჩევა. მათ აღმოსაჩენად შემდეგ დეტალებს უნდა დააკვირდეთ;

1. კანის ფერის ცვლა

2. კანის ზედაპირზე თითის დაჭერისას ნაკვალევის დატოვება

3. კიდურებში ყრუ ტკივილისა და სისუსტის შეგრძნება

4. სახსრების მოხრის პროცესის გაუხეშება

5. წონაში მატება

მსგავსი პრობლემის მიზეზი ჩვენს სხეულში საჭიროზე მეტი სითხის დაგროვებაა. ორგანიზმი ჰორმონების კომპლექსური სისტემით ახდენს წყლის დონის რეგულაციას, რაც საკმაოდ რთული პროცესია და მხოლოდ ამის შემდეგ ერთვებიან პროცესში თირკმელები. ისინი არასაჭირო დოზას სწრაფად დევნიან სხეულიდან შარდის სახით.

მარტივი ხერხები ზედმეტი წყლის დაგროვების თავიდან ასაცილებლად

1. ჯანსაღი ძილის დროს სხეული მარტივად ახერხებს ორგანიზმში არსებული წყლის რაოდენობის დასაბალანსებლად საჭირო პროცესების წარმართვას.

2. მარილიანი საკვები და დესერტი ელექტროლიტებით ავსებს სხეულს, რაც აუცილებელია სხეულის მიერ წყლის შეწოვისა და გადამუშავებისათვის საჭირო პროცესებისთვის. თუმცა, ელექტროლიტებით მდიდარი მედიკამენტებისა და საკვების მიღების წინ აუცილებლად საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ასევე, გაზიანი სასმელები სხეულში წყლის დაგროვების ჯანსაღ პროცესებს ხელს უშლიან. აუცილებლად გააკონტროლეთ მათი მიღების დოზები მარილთან ერთად. ზედმეტი მარილისა და გაზიანი სასმელების მიღება ისევე ცუდია, როგორც მათზე მთლიანად უარის თქმა.

3. მაგნესიუმის შემცველი საკვები ჰიდრატაციის დონის კონტროლში უდიდესი დამხმარის როლს ასრულებს. მის მისაღებად მიირთვით ხორბალი, მიწის თხილი და მსგავსი ტიპის საკვები.

4. აკონტროლეთ ყოველდღიურად წყლის მიღების ნორმა. სპეციალურად თქვენთვის საჭირო დოზის დადგენა ექიმებს შეუძლიათ.

5. მიირთვით ისეთი საკვები, რომლებიც ნატურალურ ზეთებსა და მცენარეებს შეიცავს. შეუხამეთ ისინი ისეთ კერძებს, რომლებიც არ იწვევს თქვენი მუცლის ზედმეტად დამძიმებასა და გაბერვას.

6. ნახშირწყლების დაბალი დოზის მქონე დიეტა ასევე წარმატებით ებრძვის არასაჭირო წყლის დონეს, რადგან ინსულინის დონეს არეგულირებს ჩვენს სხეულში.

7. ყოველდღიურად საშუალო რაოდენობის ჩაისა და ყავის მიღება ჩვენი სხეულიდან ზედმეტი სითხის გამოსვლას ყველაზე მეტად უწყობს ხელს.

8. ივარჯიშეთ და აქტიური ცხოვრების წესს მისდიეთ, რადგან სხეულის ჯანსაღი დატვირთვა და კუნთების დაჭიმვა სხეულს საჭირო რაოდენობის სითხის შენარჩუნებასა და გამოყოფაში ეხმარება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: