მთავარი რჩევები ხალი თუ კიბოს ნიშანი? 5 სიმპტომი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

ხალი თუ კიბოს ნიშანი? 5 სიმპტომი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

by guramus

კანის კიბო ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობაა მსოფლიოში. მისი სახეობებიდან უმრავლესობა სასიკვდილო არ არის, თუმცა მელანომა ყველაზე საშიშ ტიპს წარმოადგენს.

მისი გაჩენის წინაპირობა ჩვენ შეგვიძლია ხალებზე დაკვირვებით აღმოვაჩინოთ და მის განვითარებას ხელი მალევე შევუშალოთ. ქვემოთ ჩამოთვლილი რჩებები დაგეხმარებათ კანზე აღმოჩენილი წერტილების ზუსტად შეფასებაში:

1. ასიმეტრია

თუ თქვენი ხალის ერთი ნახევარი მისი მეორე ნაწილისგან ფორმით განსხვავდება და სიმეტრიულობა დარღვეულია, ის შესაძლოა კარცინომას ნიშანი იყოს.

 

2. ფორმა

თუ ხალის ფორმა უცნაური მოხაზულობისაა და კლაკნილი საზღვრები აქვს, ის შესაძლოა მელანომა აღმოჩნდეს.

 

3. ფერი

ზედმეტად მუქი ხალები ან წერტილები, რომლის ფერებიც რამდენიმე გაურკვეველი სახეობისაა, შეიძლება კიბოს ნიშანი იყოს.

 

4. დიამეტრი

თუ თქვენი ხალის დიამეტრი ჩვეულებრივი კალამის დიამეტრს სცილდება, მას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. თუმცა, პატარა ზომის მელანომებიც არსებობს.

 

5. ცვლილებები

ხალები რომლებიც იცვლიან ფორმასა და ფერს, აუცილებლად საჭიროებენ საფუძვლიან გამოკვლევას.

 

თუ თქვენი ხალების დათვალიერებისას ზემოთ ხსენებული დეტალიდან ერთი მაინც შენიშნეთ, ან მათთან მიახლოებული ვარიანტი აღმოაჩინეთ, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს.

 

კიბოს ადრეული სიმპტომების გამოსავლენად კარგი იქნება თუ თვეში ერთხელ მაინც დაათვალიერებთ საკუთარ სხეულს და ხალებს.