მთავარი ჯანმრთელობა თუ თქვენი ღვიძლი ქონშია, აუცილებლად უნდა გამოიხსნათ ამ საშუალებებით

თუ თქვენი ღვიძლი ქონშია, აუცილებლად უნდა გამოიხსნათ ამ საშუალებებით

by guramus

ადამიანების უმრავლესობას სჯერა, რომ ღვიძლის მთავარი პრობლემების გამომწვევი მიზეზები ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღება და სიგარეტის მოწევაა.

თუმცა, ორგანიზმის ერთ–ერთი ყველაზე მთავარი ორგანოსთვის ყველაზე სერიოზული პრობლემების წარმოქმნა არასაჭირო ცხიმების დამგროვებელ ჰეპატოლოგიურ დაავადებასაც შეუძლია. ამ სტატიაში სწორედ მასზე გაგაცნობთ საჭირო დეტალებს:

რა არის გასუქებული ღვიძლის დაავადება?

ამერიკაში 100 მილიონამდე ადამიანი ალკოჰოლის გარდა, სრულიად სხვა პრობლემებით გამოწვეული ცხიმების დაგროვების პროცესებით იტანჯება ღვიძლის არეში, რაც ასეთ პრობლემას ყველაზე ქრონიკულ ღვიძლის დაავადებათ აქცევს.

რისკ–ფაქტორები

ეს დაავადება ყველაზე ხშირად 40–დან 50 წლამდე ადამიანებს აწუხებთ. ყველაზე ხშირად მისი გამოწვევა გულის დაავადებებს, ზედმეტ წონასა და მეორე ტიპის დიაბეტს შეუძლია.

ასევე, თუ თქვენ მეტაბოლიზმის დარღვევები გაწუხებთ, მისგან გამოწვეული მაღალი სისხლის წნევა და მასში ტრიგლიცერიდების მოზღვავებული რაოდენობა ასევე აუცილებლად გამოიწვევს ნაღველში ზედმეტი ცხიმების დაგროვებას.

მთავარი ფაქტორები:

  • მაღალი ქოლესტეროლი
  • ტრიგლიცერიდების მაღალი მაჩვენებელი სისხლში
  • სწრაფი წონის მატება
  • არასწორი დიეტა
  • ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები
ღვიძლის ასეთი მძიმე მდგომარეობის სიმპტომები:
  • ზედმეტი გადაღლილობა, სისუსტე
  • მუცლის მაღლითა მარჯვენა ნაწილში სიმძიმის შეგრძნება
  • ობობისებრი ვენები
  • გულის რევა
  • კანის ქავილი
  • კანის სიყვითლე ;
  • აზროვნების დასუსტება

სიმპტომები, რომლებიც ალკოჰოლის მაგივრად, სხვა პრობლემით გამოწვეული დაავადების მანიშნებელია:
  • მუცლის ზომის ზრდა increase;
  • მუცლის ვენების გაფართოება;
  • ელენთის ტკივილი;
  • ხელის გულების სიწითლე
  • თვალებისა და კანის სიყვითლე.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი აღმოაჩინეთ, მაშინვე ექიმს უნდა მიმართოთ.

ასეთი დაავადებისგან თავის დაცვის გზები:

  1. დაიცავით ჯანსაღი დიეტა. ის უნდა შეიცავდეს ბოსტნეულს, ხილს და ლობიოს მსგავს პროდუქტებს.
  2. შეინარჩუნეთ საშუალო წონა. ზედმეტი კილოგრამები თქვენი ფიზიკური აქტივობის დაქვეითებასთან ერთად, ღვიძლის მოქმედებასაც ამძიმებს.
  3. ივარჯიშეთ. მაშინაც კი, თუ წონის პრობლემები არ გაწუხებთ, აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობის სასურველი დონე ვარჯიშით აკონტროლოთ. იოგა, სირბილი და ცურვა საუკეთესო ვარიანტებია.