მთავარი რჩევები ფრთხილად იყავით ინტერნეტში გავრცელებულ დიეტებთან – ეს 5 დიეტა საუკეთესო მაგალითია, რომლებს არ უნდა ენდოთ

ფრთხილად იყავით ინტერნეტში გავრცელებულ დიეტებთან – ეს 5 დიეტა საუკეთესო მაგალითია, რომლებს არ უნდა ენდოთ

by guramus

ჩვენ ყოველთვის გვსურს გავხდეთ უფრო იდეალურები და თუ ისეთი საშუალების შესახებ გავიგებთ, რომელიც ამის მიღწევას უმოკლეს ვადაში გვპირდება, ხშირად მას ყოველგვარი დაფიქრების გარეშე ვირჩევთ. თუმცა, ყველა ასეთი გიჟური იდეა სასარგებლო არ არის და საბოლოო ჯამში შესაძლოა ძალიან სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს:

ადამიანების უმრავლესობისთვის მსუქანი მუცლის არე ყველაზე ცუდი პრობლემაა, თუმცა მისი მოშორებისთვის მოგონილი 5 ყველაზე არაორდინალური დიეტა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ. თუმცა, აჯობებს თუ მათ საერთოდ არ შეეხებით:

1. წონის დაკლება კუჭის ჭიების დახმარებით

ეს სიუჟეტი ჰორორი ფილმის სცენარს გავს, თუმცა უამრავი ადამიანი მაინც თანხმდება ამას. დასაწყისისთვის, ამ დიეტის მსურველები სპეციალურ აბს ყლაპავს, რომელშიც ჭიის კვერცხებია მოთავსებული. მუცელში გამოჩეკვის შემდეგ, ჭიები თქვენს ნაწლავებს ეწებებიან და მასში ჩასულ საჭმელს ნუტრიციებს აცლიან.

ასეთი მიდგომა შიმშლის გრძნობას გაშორებთ და მუცელში ჩასული ზედმეტი ცხიმებისგანაც გათავისუფლებთ, თუმცა მომნელებელ სისტემაში უცხო სხეულის მოხვედრა უდიდესი ტკივილის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ჭიების მოქმედება შესაძლოა ღვიძლში, ფილტვებში და თვალებშიც კი გამოიწვიოს შეშუპება და კენჭების გაჩენა.

2. ლიმონის დიეტა

წინა დიეტასთან შედარებით, ეს მეთოდი შეიძლება ბევრად უფრო მშვიდობიანი მოგეჩვენოთ. თუმცა, დიეტოლოგების აზრით ეს დიეტაც უდიდესი საფრთხის შემცველია და შესაძლოა განუკურნებელი ზიანიც კი მიაყენოს თქვენს ორგანოებს.

ლიმონის დიეტა გასტრიტის პრობლემას ქმნის და ასევე პროტეინების, ცხიმებისა და კარბოჰიდრატების ზედმეტ ნაკლებობას იწვევს. საბოლოო ჯამში, იდეალური ფიგურა გექნებათ, თუმცა თმის ცვენისა და ფრჩხილების ტეხვისგან დაზღვეული არ ხართ.

3. კომბოსტოს სუპის დიეტა

ჯანსაღი კვების რაციონში სუპების დამატება საკმაოდ სასარგებლო იდეაა, რითაც ზედმეტ წონასა და არასასურველ ცხიმებს მარტივად მოიშორებთ.

თუმცა, დიეტა რომელიც მხოლოდ კომბოსტოს სუპის ჭამით შემოიფარგლება, მუცლის ტკივილს, ღებინებასა და მეტაბოლიზმის შენელებას გამოიწვევს.

4. ბამბის ბურთები

ეს დიეტა სხვადასხვა წვენში ამობლებული ბამბის ბურთების გადაყლაპვას გულისხმობს. მუცელში მოხვედრის შემდეგ, ისინი დიდდება და შიმშილის დაკმაყოფილების შეგრძნებას იწვევს.

თუმცა, ბამბა ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც შეიძლება შხამადაც კი ჩაითვალოს. როდესაც დიეტის შერჩევას გადაწყვეტთ, ჯობია ისევ ისეთი რაციონი აარჩიოთ, რაც რეალურად იჭმევა.

5. მძინარე მზეთუნახავის დიეტა

როდესაც გძინავთ, ჭამა ხომ არ გჭირდება? ასეთი ლოგიკით ხელმძღვანელობან ამ დიეტის მიმდევარი ადამიანები და მთელი მისი მეთოდიც სწორედ ეს არის. რაც უფრო მეტი ხანი გძინავთ, უფრო ნაკლებ საჭმელს მიირთმევთ, რაც წონის კლებასა და მეტაბოლიზმის აჩქარებას იწვევს.

მაგრამ, მეორესმხრივ ასეთი ხანგრძლივი ძილისითვის აუცილებელია საძილე აბების მიღება და მსგავსი დამაძინებელი მეთოდების გამოყენება. ასეთი დამატებითი ეფექტები მნიშვნელოვანი ნუტრიციების ნაკლებობით გამოირჩევა და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. მოკლედ რომ ითქვას, ეს დიეტა დეპრესიის გაჩენის გარანტიაა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: