1. კირჩხიბი
ეს ნიშანი თვითონ არის ექსტრემალურად ემოციური, შესაბამისად სხვისი ემოციების აღქმა იდეალურად შეუძლია. ისინი სხვების გრძნობებს გრძნობენ და მათი სიტყვების მიღმა დანახვა შეუძლიათ.
მათ უფრო ღრმა აღქმა გააჩნიათ ირგვლივ არსებული ადამიანების ხასიათის გაგების. ეს მათ საუკეთესო მეგობრებად აქცევს და ისეთ ადამიანებად ითვლებიან, ვისთვისაც გულის გადაშლა საუკეთესო ვარიანტია. მათ ძალიან კარგი წინათგრძნობაც აქვთ.
2. თევზები
თევზების კრეატიული გონება სწორედ მათი უნაკლო ინტუიციიდან გამომდინარეობს. მათ გრძნობები გააჩნიათ ყველაფრის მიმართ, რაც ლამაზი და უნიკალურია.
ისინი ასევე ძალიან სენსიტიურიები არიან, რის გამოც ადვილად იგებენ რა ხდება მათ ირგვლივ ლაპარაკის გარეშეც. მათ იციან ისეთი რამეები, რისი ახსნაც არ შეუძლიათ.
3. მორიელი
არც კი იფიქროთ მორიელის მოტყუებაზე. ისინი მარტივად დაინახავენ თქვენს საუბარში ტყუილის ნიშნებს და ამას პირდაპირ გეტყვიან. მათ ყოველთვის იციან სიმართლე, მიუხედავად იმისა როგორ ეცდებით მის დამალვას.
ისინი ყველაფერს აღიქვავენ, სხეულის მოძრაობას, ნერვულ ქცევებს და ხალხს წიგნივით მარტივად კითხულობენ. ამას მორიელი ისე აკეთებს, რომ ვერც კი შეატყობთ რამეს.
თუ ერთხელ მაინც ჩაგთვლიან მატყუარად, მათ თვალში მუდამ ეს იარლიყი შეგრჩებათ.
4. სასწორი
ერთ–ერთი ყველაზე ჭკვიანი ნიშანი, რომელიც სხვების პოზიტიურ და ნეგატიურ ენერგიას მარტივად აღიქვავს. თუ სასწორს რაიმეზე რეაქცია არ გამოუხატავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ თქვენ ტყუილში არ გამოუჭერიხართ. ისინი კონფლიქტს გაურბიან, თუმცა ასევე იციან რომ ყველაფერი მათ რეაქციას არ იმსახურებს.
ისინი მუდამ ცდილობენ ყველაფერს დადებითი და პოზიტიური კუთხიდან შეხედონ, მიუხედავად იმისა თუ როგორი რთულია სიტუაცია. მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ ზოგჯერ ცხოვრება ცუდ მხარეს უხვებს და შეიზლება გართულდეს, თუმცა საბოლოოდ მზე აუცილებლად გაანათებს მომავალს.
5. ტყუპები
თუ ტყუპების მეგობარი ხართ, აუცილებლად შეამჩნევდით რომ მათ თქვენი ფრაზების დასრულების ჩვევა ახასიათებთ. ეს ისე ჩანს, თითქოს მათ თქვენი აზრების წაკითხვა შეუძლიათ.
ისინი სხვების ემოციებს მარტივად აღიქვავენ და ამიტომაც მეგობრებს ადვილად იძენენ. ასევე, ისინი პირველი შთაბეჭდილების მოხდენის გურუები არიან. მათი ხასიათის გამო, ადვილად შეუძლიათ სწორედ ისეთი დადებითი კუთხით წარმოაჩინონ თავი, როგორსაც სხვები მოელიან. ეს მათ კარიერას ძალიან ეხმარება.