მთავარი ჯანმრთელობა ვაგინალური ტკივილი შესაძლოა ამ მიზეზებით იყოს გამოწვეული, აირიდეთ თავიდან მტანჯველი შეგრძნება

ვაგინალური ტკივილი შესაძლოა ამ მიზეზებით იყოს გამოწვეული, აირიდეთ თავიდან მტანჯველი შეგრძნება

by guramus

არა-ანთებითი მიზეზები:

1. ვაგინის სიმშრალე

ეს ფენომენი ესტროგენის დაბალი რაოდენობისგანაა გამოწვეული. ეს შეიძლება ძუძუთი კვებისა და ორსულობის საწინააღმდეგო აბების მიღების დროს მოხდეს.

2. გარე–ნაწილების დაზიანება

უხეშუ სექსუალური აქტი, არასწორი დაბანის პროცესი ან აბორტი შესაძლოა თქვენი საშვილოსნოს გარე ნაწილების დამზიანებელი აღმოჩნდეს.

3. მშობიარობის ეფექტი

მშობიარობისას შესაძლოა საშვილოსნოს არეში და მის შიგნით შრამები დაგრჩეთ. ამ შრამების ზედაპირი ბევრად უფრო განსხვავებულია და ნაკლები ელასტიურობით გამოირჩევა. შესაძლოა ტკივილი სწორედ მათმა დაჭიმვამ გამოიწვიოს.

4. ვაგინისმუსი

ეს დაავადება საშოს კუნთების არათვითცნობიერ შეკუმშვას გულისხმობს. ასეთი პრობლემები შესაძლოა ფსიქოლოგიურმა დაზიანებამ გამოიწვიოს.

5. გარე ობიექტები

მაგალითისთვის, ტკივილები არასწორი ზომის ტამპონმაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

6. პროლაფსი

უტერუსისა და ვაგინის კედლების ადგილის შეცვლა და მათი ბუნებრივი მდგომარეობიდან გამოსვლა.

7.  გვერდითა ორგანოების დაავადება

სენსიტიური ნერვული შემადგენლობის გამო, ვაგინალური ორგანოები ზედმეტად ადვილად შეიძლება იქცეს სხვა ორგანოების ტკივლის გადმომცემ ორგანოდ.

ანთებითი დაავადებები

1. ინფექცია

ისტის ინფექციებმა შესაძლოა შეშუპება და სიწითლე გამოიწვიოს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს ასეთი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, თუ ისინი ერთ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდება.

2. სექსუალური გზით გადამდები დაავადებები

ჰერპესი, ქლამიდია, გონორეა და მსგავსი დაავადებები სერიოზული ტკივილის გამომწვევი შეიძლება გახდეს.

თუ არცერთი გამომწვევი მიზეზი არ დაემთხვა

შესაძლოა ვაგინის ქრონიკული ტკივილები ზემოთ ხსენებული მიზეზების გარეშეც წარმოიქმნას. ამ კონდიციას ვულვოდინიას უწოდებენ და მისი დამახასიათებელი ნიშნები მწვავე ტკივილი და არასასიამოვნო შეგრძნებებია ინტიმური ორგანოების მთელ მიდამოში, ასევე ბარძაყების შიდა მხარესაც.

ეს დაავადება არ უკავშირდება ინფექციებს, ტრამვას, ალერგიებსა და სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებს. მისი გამოვლენა მხოლოდ ექიმის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ შეიძლება.

პრევენცია საუკეთესო მკურნალობის გზაა

როდესაც ვაგინალური ტკივილის მიზეზებს იკვლევთ, კარგი იქნება თუ მსგავსი სიტუაციის დროს უროლოგს, ნეფროლოგს და გასტროენტეროლოგისტსაც გაესინჯებით.

ასევე, არ დაგავიწყდეთ რეგულარული გინეკოლოგიური გამოკვლევების ჩატარება მინიმუმ წელიწადში ერთხელ. დროული კონსულტაცია სპეციალისტთან შესაძლოა საკმაოდ სერიოზული დაავადებისგან განკურნების ერთადერთი გზა აღმოჩნდეს.