მთავარი რჩევები თმის ჩაბრუნება დღეიდან პრობლემა აღარ არის, ჩვენ გასწავლით როგორ მოაგვაროთ პრობლემა

თმის ჩაბრუნება დღეიდან პრობლემა აღარ არის, ჩვენ გასწავლით როგორ მოაგვაროთ პრობლემა

by guramus

ჩაბრუნებული თმა ყველასთვის უსიამოვნო სურპრიზია და ქალების უმრავლესობა მას ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვედრია. იღლიებში, ბიკინის ზონასა და ფეხებზე ეს პრობლემა ყველაზე ხშირად გვხვდება, ამიტომ საჭიროა იმის ახსნა, თუ რა იწვევს მას და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ასეთ სიტუაციას უპრობლემოდ:

რატომ ბრუნდება თმა კანში?

  • ხვეული თმის ძირები დაკლაკნილია და შესაძლოა ისინი ბუნებრივად ჩაბრუნდნენ კანში.
  • მოტკეცილი ტანსაცმელი თმას სწორი მიმართულებით გაზრდაში ხელს უშლის
  • თმის პინცეტით ამოღება. ხშირად ეს მეთოდი თმის ბოლოს კანში ტოვებს და ასეთ დროს იგი შესაძლოა არასწორი გზით გაიზარდოს.
  • გაპარსვის დროს კანს ზედმეტად ჭიმავთ. ასეთი მეთოდით თმის წვეტს კანში ტოვებთ და ის დიდი ალბათობით შიგნით გაიზრდება
  • მშრალი კანის გაპარსვით თმის ღერებს უფრო მეტ წვეტიანობას მატებთ, რაც მათ გადახრილ მდგომარეობაში გაზრდას უადვილებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა შეიძლება ძალიან მოულოდნელი და უსიამოვნო იყოს, სახლის პირობებში მისი მოშორების ცდა შესაძლოა უფრო ცუდი შედეგით დასრულდეს.

მაგალითისთვის, შაქრითა და მარილით თმის ძირების გახეხვა კანს აზიანებს და შეიძლება ინფექცია გამოიწვიოს. კომპრესები უსაფრთხოა, თუმცა უსარგებლო. კბილის პუდრის დაყრა კანს უფრო აშრობს. სახლის პირობებში მკურნალობა როგორც ხედავთ არც ისეთი სასარგებლოა და ჯობია სპეციალისტს მიმართოთ.

რა უნდა ავირიდოთ თავიდან?

  • მოერიდეთ გაღიზიანებული კანის აქერცვლას
  • არ მოუჭიროთ ხელი თმის ბოლოებს და მათი მოსრესვით ამოღებას არ შეეცადოთ. ეს ინფექციას გამოიწვევს.
  • შეეცადეთ თავი აარიდოთ თმის მოშორებას მენსტრუაციის ციკლის პირველ პერიოდში, რადგან ამ დროს ტკივილის ზღვარი დაბლა იწევს და პროცედურები ძალიან მტკივნეული იქნება

როგორ შევუშალოთ ხელი თმის ჩაბრუნებას?

გაპარსვამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ თქვენი კარი საკმარისადაა დატენიანებული, ამისთვის გამოიყენეთ თბილი წყალი ან საპარსი გელი. გადარეცხეთ საპარსის თავი ყოველი ჩამოსმის შემდეგ. პროცესის დასრულების შემდეგ ასევე საჭიროა კანის დატენიანეა, სასურველია სპეციალური კრემის ან მაზის წასმაც.

თუ ასეთი მოვლის შემთხვევაშიც თმის ჩაბრუნება ხშირად გაწუხებთ, მაშინ ჯობს გაპარსვის მაგივრად სხვა სახის თმის მოშორების მეთოდებს მიმართოთ კანის დასასვენებლად. მაგალითად, გამოიყენეთ სპეციალური კრემი ან ლაზერული ეპილაცია.