მთავარი ჯანმრთელობა საკვერცხეების კისტა და მისი სიმპტომები, რომელიც არ უნდა დააიგნოროთ

საკვერცხეების კისტა და მისი სიმპტომები, რომელიც არ უნდა დააიგნოროთ

by guramus

ქალების უმრავლესობა ცხოვრების რომელიმე პერიოდში აუცილებლად აწყდება საკვერცხეების შეშუპების პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ წარმოადგენს საშიშ პრობლემას, მაინც აუცილებელია მისი გაჩენის მთავარი მანიშნებელი სიმპტომები ყველამ იცოდეს. ამან შეიძლება თქვენი სიცოცხლე გადაარჩინოს.

რა არის საკვერცხეების კისტა?

ქალის ორგანიზმში ორი საკვერცხეა, საშვილოსნოს სხვადასხვა მხარეს. კისტა ინდივიდუალური ბურთულასები მასაა, რომელიც სითხითაა სავსე და საკვერცხეს ზედაპირზე ან მის შიგნით ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ კისტების ზოგიერთი სახეობა სამედიცინო ჩარევის გარეშეც შეიძლება გაქრეს, არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ის შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშ პრობლემადაც იქცეს.

რა უნდა ქნათ?


აწარმოეთ რეგულარული ვიზიტები გინეკოლოგთან, რაც კისტის წარმოქმნითი პროცესების აღმოჩენის საუკეთესო წინაპირობაა. ასევე, მენჯის არეში ტკივილი, მუცლის სიმძიმე და ღებინების ხშირი შეგრძნება კისტის წარმოქმნის მანიშნებელი სიმპტომებია.

ასევე, არსებობს ეს 2 მთავარი სიმპტომი, რომლის შემჩნევის შემთხვევაშიც მაშინვე ექიმს უნდა მიმართოთ:

  • მოულოდნელი და ძლიერი ტკივილი მუცელში
  • მაღალი სიცხე, თავბრუსხვევა და ღებინება ამ ტკივილის გაძლიერების პიკზე.
რა იწვევს კისტის წარმოქმნას და გახსნას?

კისტა შესაძლოა ორსულობის დროს მიღებულმა მედიკამენტებმა გამოიწვიოს. ასევე, ორსული ქალების უმრავლესობისთვის კისტა შეიძლება ბავშვის ჩასახვის თანმდევი პროცესების დროს განვითარდეს საკვერცხე ჯირკვლებში და ორსულობის პერიოდში გაიზარდოს.

მენჯების ინფექციის მქონე ადამიანები კისტის წარმოქმნის დიდი რისკის ქვეშ არიან. ასევე, მათ ვისაც უკვე ჰქონდათ კისტა, უფრო დიდი შანსია რომ იგი განმეორებით წარმოექმნათ.

შესაძლებელია თუ არა კისტის წარმოქმნის პრევენცია?

კისტის წარმოქმნის შემაჩერებელი პრევენციული მეთოდები ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა მათგან თავის დაცვის საუკეთესო გზა გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტების დანიშვნაა.

ასევე, ნებისმიერი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცვლილებების შემჩნევის შემთხვევაში, აუცილებლად ჩაიტარეთ გამოკვლევა, რადგან დაავადებების უმრავლესობის განკურნება საწყის პერიოდში აღმოჩენის შემთხვევაში უფრო მარტივია.