თუ ჯერ ისევ მარტო ხართ! ეს რჩევები დაგეხმარებათ ამოიცნოთ თქვენი სულიერი თანამგზავრი

რას ნიშნავს “სულიერი თანამგზავრი”? – ამის იდეალური და ერთპიროვნული განმარტება არ არსებობს, თუმცა ასე იმ ადამიანს უნდა ვუწოდით, ვინც თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებასა და ცხოვრების მიზნის პოვნაში გეხმარებათ. ის გასწავლით უპირობო სიყვარულს, ჯერ თქვენი საკუთარი თავის, შემდეგ კი დანარჩენი სამყაროს მიმართ.

თუ ჯერ ისევ მარტო ხართ! ეს რჩევები დაგეხმარებათ ამოიცნოთ თქვენი სულიერი თანამგზავრი

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს ადამიანი თქვენ ყოველთვის გამოგიჭერთ და გაგკიცხავთ ისეთი ქმედებების დროს, რომლითაც ყალბი ნიღბის მორგებასა და ეგოისტური ხასიათის წარმოჩენას შეეცდებით.

ეს არის ის სამი ძირითადი ნიშანი, რაც იმ სულიერი მეგზურისა და თქვენი ტყუპი ნაპერწკლის შეხვედრისას უნდა ამოიცნოთ, რომელიც თქვენს იმ ნახევარს წარმოადგენს, რომელიც აქამდე გაკლდათ. 

თუ ჯერ ისევ მარტო ხართ! ეს რჩევები დაგეხმარებათ ამოიცნოთ თქვენი სულიერი თანამგზავრი

1. ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობთ

თქვენ ხშირად სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესით შეიძლება ცხოვრობდეთ ერთმანეთთან შეხვედრამდე. ეს გაყოფა იმისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ ჯერ საკუთარი თავი შეიცნოთ ბოლომდე და მხოლოდ შემდეგ შეხვდეთ თქვენს მეორე ნახევარს.

სულიერი ზრდა და გზა, რომელსაც პერსონალური და ემოციური ბარგისგან გათავისუფლებისთვის გადიხართ, სწორედ ისაა რაც შენ და შენს სულიერ ანარეკლს ერთმანეთისკენ გიბიძგებთ. ორივემ საკუთარი თავის განვითარებაზე უნდა იმუშაოთ, რათა ერთმანეთს შეხვდეთ.

თუ ჯერ ისევ მარტო ხართ! ეს რჩევები დაგეხმარებათ ამოიცნოთ თქვენი სულიერი თანამგზავრი

როდესაც ერთმანეთს შეხვდებით, დეჟავუს შეგრძნება შეგაწუხებთ. თითქოს ამ ადამიანს მთელი თქვენი ცხოვრებაა იცნობთ და გაინტერესებთ სად იყვნენ დაკარგული აქამდე.

თუმცა, ამ დონის კავშირი ყოველთვის სასიყვარულო ურთიერთობასა და სექსუალურ კავშირს არ გულისხმობს. ეს სულიერი ბმულით დაკავშირების უბრალო მოთხოვნა შეიძლება იყოს.

2. თავიდან კატა და ძაღლივით ჩხუბობთ ერთმანეთთან

ზოგჯერ ერთმანეთთან შეხვედრისას თქვენგან ერთ–ერთი უფრო ღრმა და ძირეული ემოციური განსჯისა და კავშირისთვის შეიძლება იყოს მზად, ვიდრე ეს მეორესთვისაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, რომელიმე დასაწყისში აუცილებლად იგრძნობთ გაქცევის სურვილს.

ეს ადამიანი თქვენი სულიერი ანარეკლია და თავიდან შესაძლოა სრულიად არ მოგეწონოთ და შეგაშინოთ საკუთარი თავის სარკეში დანახვამ, თუმცა თქვენი გული აუცილებლად გააცნობიერებს, რომ რასაც ხედავთ სრული სიმართლეა.

თქვენ ერთმანეთის ანარეკლი ხართ და რასაც სარკეში ვხედავთ, ხშირად თავიდან სრულიადაც არ მოგვწონს.

თუ ჯერ ისევ მარტო ხართ! ეს რჩევები დაგეხმარებათ ამოიცნოთ თქვენი სულიერი თანამგზავრი

3. თქვენ თავს საკუთარ სახლში იგრძნობთ

საწყისი ანარეკლის პერიოდის გავლის შემდეგ, თქვენ ისეთი გრძნობა დაგეუფლებათ, თითქოს თქვენი სხეული, სული და განწყობა თავის სახლში დაბრუნდა. იგრძნობ რომ მთელი ის გზა და სამუშაო, რაც ცალ–ცალკე გაიარეთ, ამად ღირდა.

აღარ იგრძნობთ ცხოვრებაში იმ ერთადერთის, ან დეალური მშობლის ან მეგობრის პოვნის შინაგან წყურვილს. თქვენს წინ არსებული ადამიანი წაიკითხავს თქვენს აზრებს, გრძნობებსა და სხეულის ენას. ორივე იგრძნობთ, რომ ყველაფერზე ხართ წამსვლელი, რათა თქვენი ურთიერთობა ბოლომდე დაიცვათ.

თუ ჯერ ისევ მარტო ხართ! ეს რჩევები დაგეხმარებათ ამოიცნოთ თქვენი სულიერი თანამგზავრი

ორივე ერთად გააგრძელებთ მუშაობას განვითარებაზე, რათა ამ პროცესისთვის დამახასიათებელი არასასურველი ტკივილი აღარ წარმოიქმნას.

როგორც ერთი სული, თქვენი ძალისა და შესაძლებლობების გაძლიერებით ყველაფერს უფრო მარტივად მოაგვარებთ, რადგან ამ პროცესს სამყაროს მიერ აღიარებისა და სულიერი სიმშვიდის დამსახურებისთვის ბრძოლის სახე ექნება.

თუ ჯერ ისევ მარტო ხართ! ეს რჩევები დაგეხმარებათ ამოიცნოთ თქვენი სულიერი თანამგზავრი

ერთმანეთისგან დაშორებით ყოფნისას, თქვენი საერთო გრძნობა გაგრძნობინებთ იმას, რომ ვერანაირი ცდუნება ამ ურთიერთობას წინ ვერ დაუდგება და უდიდეს ნდობას ვერ დაარღვევს.

Loading...

  კომენტარები