მთავარი საკითხავი როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება – საინტერესო მეთოდი

როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება – საინტერესო მეთოდი

by guramus

თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა დილემის წინაშე, როდესაც არ ვიცით, რომელი გადაწყვეყილება იქნება უკეთესი. ხშირად ადამიანები საკუთარ თავს დღეების ან კვირების განმავლობაში ტანჯავენ ფიქრით, თუ რომელი გადაწყვეტილება იქნება საუკეთესო. თუმცა არ არსებობს სწორი და არასწორი გზა, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ, არის განსხვავებული.

გთავაზობთ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მეთოდს:

1. აიღე ფურცელი და ჩამოწერე

ჩამოწერე ყველა ის გადაწყვეტილება, რომელთა მიღებაც მტკივნეული იყო თქვენთვის, შემდეგ აირჩიეთ მათგან ერთი და წარმოიდგინეთ, რომ მიღებილი გაქვთ ასეთი გადაწყვეტილება. იფიქრეთ, როგორ შეცვლიდა ეს გადაწყვეტილება თქვენს ცხოვრებას. წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრება ექვსი თვის განმავლობაში და დეტალურად ჩამოწერეთ, თუ როგორია ის. ჩამოწერეთ ყველა ნეგატიური და პოზიტიური ასპექტი. წამოიდგინეთ ვისთან ერთად იქნებით, როგორ იცხოვრებდით, რას გააკეთებდით… გახსოვდეთ, რომ ამ წერილს საკუთარ თავს სწერთ მომავალში. ჩამოწერეთ თვენი გრძნობებიც რაც შეიძლება დეტალურად.

2. აიღე სხვა ფურცელი და ჩამოწერე

დაწერე იგივე სახის წერილი, მაგრამ ამჯერად, წარმოიდგინეთ, რომ განსხვავებული გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული. აღწერეთ ყველაფერი რაც შეიძლება დეტალურად.

 

 

3. რამდენიმე დღეში აიღეთ ორივე ქაღალდი და წაიკითხეთ

როგორ გრძნობთ თავს წერილების წაკითხვის შემდეგ? მოგწონთ რომელიმე გადაწყვეტილება?

ეს მეთოდი დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში

მნიშვნელოვანი ყველა დეტალი ჩამოწეროთ. წერილების წაკითხვის შემდეგ შესაძლო გადაწყვეტილებას სხვა კუთხიდან დაინახავთ. დაინახავთ, თუ რომელი გადაწყვეტილება გაშინებთ უფრო მეტად.