მთავარი ჯანმრთელობა ვეგეტარიანელი გოგონა 4 წლის შემდეგ ხორცის ჭამას დაუბრუნდა, შედეგი თქვენ თვითონ ნახეთ

ვეგეტარიანელი გოგონა 4 წლის შემდეგ ხორცის ჭამას დაუბრუნდა, შედეგი თქვენ თვითონ ნახეთ

by guramus

ეს ქალბატონი ვეგეტარიანულ დიეტას წლების განმავლობაში მიჰყვებოდა მანამდე, სანამ არ შეამჩნია, რომ ხორცის ჭამა მისი ვიზუალის შეცვლაზე დიდ და დადებით გავლენას ახდენდა.

რაციონში ხორცის დამატების შემდეგ მან საოცრად დაიკლო წონაში და კანის მდგომარეობაც გამოუმჯობესდა. ეს შეიძლება ჭორად ჩათვალოთ, რის გამოც ჰოლანდიელმა ბლოგერმა საკუთარი ტრანსფორმაციის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.

მართლაც უდრის თუ არა ვეგეტარიანელობა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას? როგორც ჩანს, მცენარეული დიეტა საკუთარი ზემოქმედების ეფექტებს ნათლად ამჟღავნებს.

ადამიანები, რომლებიც ბევრ ხილსა და ბოსტნეულს ჭამენ, გულის დაავადებების დაბალი რისკით გამოირჩევიან, კანი კარგ მდგომარეობაში აქვთ და ქოლესტეროლის დონეც სისხლში მისაღებ დონეზე უნარჩუნდებათ.

თუმცა, თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ თქვენი მეგობარი, რომელიც მუდამ სწრაფი კვების ობიექტებში ვახშმობს და ყოველ საღამოს ბურგერს მიირთმევს, მაინც იდეალური კანით გამოირჩევა. რატომ ხდება ასე?

ეს კრისტელია, ჰოლანდიელი ბლოგერი, რომელიც 4 წლის განმავლობაში ვეგეტარიანული ცხოვრების წესს მისდევდა და ახლა ამ დიეტისთვის თავის განებება გადაწყვიტა. იგი სოციალურ ქსელში მის მიერ შეცვლილი ცხოვრების წესის თანმდევ ეფექტებს აქვეყნებს. მან საკუთარი ვიზუალი ფოტოზე აღბეჭდა როგორც ვეგეტარიანელობის პერიოდში, ასევე მას შემდეგ, რაც ყოველდღიურ მენიუში მაღალი ხარისხის ხორცი დაამატა. მან შეამჩნია, რომ დიეტის შეცვლიდან 3 კვირის შემდეგ მისი კანი უფრო უკეთ გამოიყურებოდა და წონის პრობლემებიც საერთოდ აღარ აწუხებდა. როგორც იგი ამბობს, თავს მომაკვდავ ადამიანადაც აღარ თვლის, როგორც ადრე.

მარცხენა ფოტოში კრისტელი იმ პერიოდშია დაფიქსირებული, როდესაც მისი მენიუ სხვადასხვა სახის ხილითა და ბოსტნეულით იყო მდიდარი. მარჯვენა ფოტო კი იმ პერიოდს ასახავს, როდესაც გოგონა ხორცით კვებას დაუბრუნდა და ცვლილებები შეამჩნია საკუთარ ვიზუალში.

რათქმაუნდა, ასეთი აღმოჩენის გახმაურების შემდეგ სოციალურ ქსელში კრისტელმა უამრავი ნეგატიური კომენტარიც დაიმსახურა სხვადასხვა ადამიანებისგან. თუმცა, მის პრინციპებს მილიონობით დამცველიც გამოუჩნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: