მთავარი ჯანმრთელობა თავის ტკივილი, მუდმივი წყურვილი და კიდევ 5 სიმპტომი, რომელიც მიგანიშნებთ, რომ ზედმეტად მეტ მარილს ჭამთ!

თავის ტკივილი, მუდმივი წყურვილი და კიდევ 5 სიმპტომი, რომელიც მიგანიშნებთ, რომ ზედმეტად მეტ მარილს ჭამთ!

by guramus

არ დაუჯეროთ მათ, ვინც ამბობს რომ მარილი მხოლოდ სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. მასში არსებული მინერალები პირველ რიგში გულის პრობლემების გამომწვევი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ მარილის მიღების დოზას არ გააკონტროლებთ.

ამ გემრიელ სანელებელში არსებული სოდიუმის ქლორიდი შესაძლოა თირკმელის გათიშვის გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს.

ეს არის ის შვიდი სიმპტომი, რომელიც მარილის არასწორი რაოდენობით მიღებისას აუცილებლად შეგაწუხებთ და ყურადღება უნდა მიაქციოთ:

1. გამუდმებული წყურვილი

ერთ–ერთი ყველაზე აშკარა სიმპტომი მარილის გადაჭარბებული მიღებისას რათქმაუნდა წყურვილია. ეს არის სიგნალი, რომელსაც ტვინი უგზავნის ორგანიზმს, რათა აგრძნობინოს რომ არასაკმარისი სითხე გააჩნია მარილის გასანეიტრალებლად.

2. ზოგადი შეშუპება

დიდი რაოდენობით მარილის მიღების დროს, წყალი ორგანიზმში სხვადასხვა ადგილას უჯრედებში იწყებს დაგროვებას. ეს პროცესი მთელი სხეულის არეალში მთლიან შეშუპების პრობლემას აჩენს, რაც შეიძლება ღებინებით დასრულდეს.

3. თავის ტკივილი

სოდიუმის მაღალი დოზით მიღებისას, სისხლის ვენები ტვინში გაფართოებას იწყებს, რაც საბოლოო ჯამში თავის ტკივილს იწვევს.

4. ერთი წონის შენარჩუნება

თუ დიდი ხანია რაც დიეტას იცავ, მაგრამ სასწორზე მოცემული რიცხვი ისევ არ იცვლება, ეს შეიძლება მარილის ბრალი იყოს. მისი დიდი დოზა სხეულში წყალს უფრო მეტად აკავებს და წონის დაკლება შეუძლებელი ხდება.

5. გაზრდილი წნევა

სოდიუმის გამო ორგანიზმში არამარტო სითხისა და წყლის რაოდენობა იზრდება, არამედ სისხლიც მატულობს. გაფართოებული არტერიები ზედმეტი სისხლის გამო უფრო მეტად ფართოვდება და წნევის აწევას იწვევს.

6. გაზრდილი შარდის რაოდენობა

დიდი ოდენობით მიღებული სუფრის მარილი თირკმელებს აღიზიანებს და მის მიერ წყლის შეწოვის უნარს აქვეითებს. ამის გამო, სოდიუმის დიდი მასა შარდის სახით გამოედინება სხეულიდან და ამ სითხის ოდენობა ამიტომაც მატულობს.

7. გულის პრობლემები

ბევრი მარილი ორგანიზმში გულზე ზეწოლას აძლიერებს, რაც საბოლოო ჯამში მისი მუშაობის პროცესების შეჩერების წინაპირობას ქმნის. ასეთი პრობლემა ხშირად ისეთი სიმპტომით ვლინდება, როგორიცაა სუნთქვის გართულება, ტაქიკარდია და ფეხის არეში შეშუპება.

რითი შეიძლება ჩავანაცვლოთ მარილი?

  • ლიმონის წვენი
  • ძმარი
  • მდოგვი
  • წიწაკა
  • ნიორი
  • კამა
  • ორეგანო
  • ცხარე სუნელები

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: