მთავარი ჯანმრთელობა ექიმი აცხადებს, რომ სალონში თმების დაბანამ შეიძლება ეს სერიოზული დაავადება გამოიწვიოს

ექიმი აცხადებს, რომ სალონში თმების დაბანამ შეიძლება ეს სერიოზული დაავადება გამოიწვიოს

by guramus

სალონებში სიარულის მოყვარულებმა ბევრი ფულის დახარჯვასთან ერთად, შესაძლოა მეორე პრობლემაც გაუჩინონ საკუთარ თავს. ამ დაფარულ დაავადებას სილამაზის სალომის სინდრომი ეწოდება და ძლიერი თავის ტკივილის, გულის წასვლის და მეტყველების უნარის არევა შეიძლება გამოიწვიოს.

ეს სინდრომი მაშინ შეიძლება განვითარდეს, როდესაც უბრალოდ თმის დაგბანენ შამპონითა და თბილი წყლით. ეს სასიამოვნო პროცედურა მოხერხებულ სავარძელში ჩაჯდომისას კისრის უკან გადახრით იწყება.

ეს პოზა ვერტებრალურ არტერიაზე უდიდესი წნევის დაწოლას იწვევს, რამაც ამ არტერიის გახევა და სისხლჩაქცევა შეიძლება გამოიწვიოს.

ცნობილი ექიმების განცხადებით, ასეთი პრობლემა მაშინ შეიძლება შეგექმნათ, თუ თქვენს კისერს არასწორ პოზაში და სათანადო შემაგრების გარეშე 15 წუთზე მეტ ხანს გააჩერებთ.

როდის შეიძლება მოხდეს ასეთი რამ?

სპეციალისტები ხსნიან, რომ მსგავსი სახის სინდრომი ადვილად შეიძლება განვითარდეს ისეთი ყოველდღიური აქტივობების დროსაც, როგორიცაა იოგა, გაწელვები, ლოგინში წოლა და ა.შ ამის მიზეზი ის არის, რომ კისერი ორგანიზმის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და მას საკმაოდ სერიოზულად უნდა გავუფრთხილდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სინდრომის გაჩენის ალბათობა დაბალია, მას აუცილებლად უნდა ვუფრთხლდეთ. მაგალითად ერთი პაციენტი ქალბატონის თქმით, მან სალონში ასეთი პროცედურის ჩატარების შემდეგ მარცხენა ფეხსა და ხელში სისუსტე იგრძნო, შემდეგ კი კინაღამ გულის შეტევით გარდაიცვალა.

იგი გადარჩა, თუმცა მისმა კუნთებმა, ბალანსის შეგრძნებამ და მხედველობამ სამუდამო დაზიანება მიიღო.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: