მთავარი რჩევები თუ ქვასავით გაქვთ ქუსლები, მაშინ ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ, რათა მარტივად მოაგვაროთ პრობლემა

თუ ქვასავით გაქვთ ქუსლები, მაშინ ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ, რათა მარტივად მოაგვაროთ პრობლემა

by guramus

ყველა ქალბატონმა, რომელიც საკუთარი სილამაზისა და ვიზუალის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებაზე ზრუნავს, ყოველდღიური გამაჯანსაღებელი რუტინების შესახებ აუცილებლად იცის.

მანიკიური, პედიკიური, სახის ნიღბები, მასაჟი და სხვა მსგავსი პროცედურები ხშირად სასიამოვნო და გამახალისებელიც კია. თუმცა, არსებობს ისეთი საკითხებიც, რომლების შესახებაც სერიოზული დაფიქრებაა საჭირო, რადგან უხეში ქუსლების ქონა საკმაოდ გახშირებული პრობლემაა.

რა იწვევს ქუსლის კანის გაბზარვას?

  1. დატენიანების ნაკლებობა
  2. არასაკმარისი ვიტამინები
  3. ზეწოლა ( დიდი ხნით ფეხზე დგომა)
  4. კანის დაბერება
  5. ჭარბწონიანობა
  6. ღია ფეხსაცმელი, რომელიც ქუსლის კედლებს საყრდენს არ აძლევს
  7. ცუდი ჰიგიენა
  8. გენები
  9. დიდი ხნით წყალში ყოფნა

როგორ უნდა ვუმკურნალოთ დაბზარულ ქუსლს სახლში?

კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამ პრობლემაზე ზრუნვა ჩვენი ხელით მხოლოდ მაშინ უნდა დავიწყოთ, თუ ის რაიმე ინფექციით ან დაავადებით არ არის გამოწვეული.

ასევე, გადაამოწმეთ გაქვთ თუ არა ალერგია ქვემოთ ხსენებულ პროდუქტებზე. თუკი თქვენი ქუსლი წყლისა და ფეხსაცმლის მსგავსი მიზეზებითაა დაზიანებული, მაშინ ამ მეთოდებს უნდა მიმართოთ:

1. კანის აცლა

გამოიყენეთ სპეციალური მაზები და პროდუქტები, რათა მათი მეშვეობით ფეხის უხეში კანი თავისით მოგშორდეთ.

2. პეტროლიუმის მაზი

დაწექით საწოლში ნამდვილი ბამბისგან დამზადებული წინდებით მას შემდეგ, რაც ქუსლებზე პეტროლიუმით დამზადებულ გელს წაისვავთ.

3. სითხით მკურნალობა

გამოიყენეთ ფეხის უხეშ კანზე შესასხმელი სამედიცინო მედიკამენტები. ასეთი მიდგომის გამოყენება მაშინაა რეკომენდირებული, თუ დაზიანებულ კანზე სისხლდენას შეამჩნევთ.

4. თაფლი

წაისვით თაფლი ქუსლზე 30 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით თაფლის ექსტრაქტით დამზადებული კანის ბალზამი.

5. ქოქოსის ზეთი

წაისვით ქოქოსის ზეთი მთელ ქუსლზე თბილი აბაზანის შემდეგ, საწოლში დაწოლამდე 20 წუთით ადრე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: