მთავარი ჯანმრთელობა ეს 7 მიზეზი თითების გასიებას იწვევს – რა უნდა იცოდეთ ამ პრობლემაზე

ეს 7 მიზეზი თითების გასიებას იწვევს – რა უნდა იცოდეთ ამ პრობლემაზე

by guramus

შესაძლოა ეს პრობლემა თქვენც გქონიათ, ან შეგიმჩნევიათ თუ როგორ უსივდება სხვას თითები მანამ, სანამ ისინი საბოლოოდ სოსისებს არ დაემსგავსება ფორმით.

ასეთი სინდრომით გამორჩეულ დაავადებას დაქტილიტი ეწოდება და მას თითების არეში შეშუპება და ანთების გაჩენა ახასიათებს. მისი წარმოქმნა რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს.

დაქტილიტის სიმპტომებია:
  • თითების ან მთელი ხელის შეშუპება
  • ტკივილი აღნიშნულ არეში
  • თითების სიწითლე და სიმხურვალე შეხებისას
  • თითების სენსიტიურობის გაზრდა
  • თითების მოძრაობის გაძნელება

დაქტილიტის გამომწვევი დაავადებები ხშირად საკმაოდ სერიოზულია. ასეთია მათგან ყველაზე გავრცელებულების სია:

1. ფსორიაკული დაქტილიტი

ეს ავტოიმუნური დაავადებაა და სახსრების ანთებას იწვევს. ის დაქტილიტის გამომწვევ ყველაზე გავრცელებულ მიზეზად ითვლება.

2. რეუმატოიდული ართრიტი

ეს ასევე ავტოიმუნურ დაავადებას წარმოადგენს, რომელიც ართრიტის ერთ–ერთი რთული სახეობაა და შესაძლოა დაქტილიტის გაჩენა გამოიწვიოს. აღნიშნული დაავადება იმდენად კომპლექსურია, რომ მის გამო გასიებული თითების მოძრაობა თითქმის შეუძლებელი ხდება.

3. ინფექცია

ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც თქვენი კანის უჯრედებში ჩნდებიან, შეიძლება ძალიან მარტივად იქცნენ დაქტილიტის გამომწვევ მიზეზად. ასეთი შემთხვევის დროს, როგორც წესი მხოლოდ ერთი ხელის დაავადება ხდება და ყველაზე ხშირად ამას სტაფილოკოკის ინფექცია იწვევს.

4. სარკოიდოზი

სარკოიდოზი ანთების სერიოზული სახეობაა, რომელიც შედედებას იწვევს ინფექციურ ქსოვილებში. ასეთი შეშუპეპები მთელი სხეულის ზედაპირზე შეიძლება წარმოიქმნას, ასევე ფილტვებში, ღრძილებსა და თვალებშიც.

ეს არ წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ დაავადებას, თუმცა სარკოიდოზმა შეიძლება ძვლებისა და კუნთების დაზიანება გამოიწვიოს ხელის მტევანში, რაც საბოლოო ჯამში თითებში ანთებისა და მტკივნეული გასიების გამომწვევია.

5. ტუბერკულიოზი

ტუბერკულიოზი ფილტვების ანთებაა, რომელიც ბაქტერიული ინფექციებითაა გამოწვეული. იშვიათ შემთხვევაში, მას შეუძლია ძვლების ანთებაც გამოიწვიოს, რაც ასევე თითების შეშუპების მიზეზია.

6. სიფილისი

თუ ორსულ ქალს ეს ინფექცია აქვს, მან შესაძლოა ნაყოფზეც იქონიოს გავლენა. ბავშვს, რომელსაც ეს დაავადება ასე დაემართება, თითების შეშუპება და ხელის კანის ანთება განუვითარდება.

7. სისხლის უჯრედების დაავადება

ეს სინდრომი შთამომავლობით გადაეცემა შემდეგ თაობას და მისი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი სისხლის წითელი მოლეკულების დეფორმაციაა, რაც მათი ფუნქციონირების შეფერხებას იწვევს. როდესაც ეს უჯრედები საკუთარ საქმეს კარგად ვერ აკეთებენ, ეს ჯანგბადის ნაკლებობას იწვევს კანის უჯრედებში.

ასეთი დაავადების პირველი გამოვლინება სწორედ თითების შეშუპებით იწყება, ასევე თან ახლავს მაღალი სიცხე და ძლიერი ტკივილი ხელის არეში.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: