მთავარი ჯანმრთელობა თუ ფეხები მარტივად გეღლებათ, მაშინ ეს რჩევები სწორედ თქვენთვის არის

თუ ფეხები მარტივად გეღლებათ, მაშინ ეს რჩევები სწორედ თქვენთვის არის

by guramus
1. მასაჟი

როგორც ცნობილი თეორია ამტკიცებს, სისხლის სუსტი მიმოქცევა ფეხების კუნთებში გამუდმებული დაღლილობის შეგრძნების სინდრომის გამომწვევი შეიძლება იყოს.

მასაჟს შეუძლია გაგიუმჯობესოთ არტერიებში სისხლის მიმოქცევა და კუნთების დაძაბულობა მოგიხსნათ. შეგიძლიათ პროფესიონალ თერაპერტთან წახვიდეთ, ან უბრალოდ საკუთარი ხელით გაიკეთოთ მასაჟი. ყოველ დღე ცოტაოდენი დრო დაუთმეთ ამ პროცედურას და დააკვირდით შედეგს.

2. ზომიერი ვარჯიში

ზომიერი ვარჯიშის პირობებში უამრავ ადამიანს გაუქრა ამ სიმპდომის ნიშნები. თუმცა, ვარჯიში აუცილებლად უნდა იყოს ზომიერი და არა ზედმეტად დამტვირთავი. ასევე, მოერიდეთ ვარჯიშს ძილის პერიოდთან ახლოს.

3. დასვენების ტექნიკები

კარგად არ არის გამოკვლეული რატომ მუშაობს ისინი, თუმცა მედიტაციის სეანსები და იოყა ჯანმრთელობაზე დადებით ეფექტს აშკარად ახდენს. ისინი შესაძლოა თქვენი ფეხების სამკურნალოდაც გამოიყენოთ, რადგან სტრესის მოხსნა კუნთებს დასვენების საშუალებას აძლევს.

4. ყავის დოზის შემცირება

თუ სხვა ასპექტებში ყავა შეიძლება საკმაოდ გამოსადექიც იყოს, ფეხის დაღლის სინდრომისთვის ის ზედმეტად ცუდი და ხელშემწყობი ეფექტის მქონეა.  შესაბამისად, კარგი იქნება თუ მისი დალევისგან ცოტახნით თავს შეიკავებთ, ან მცირე პორციებით მიირთმევთ.

5. რკინის შემცველობის კონტროლი

ზოგიერთი კვლევის მიხედვით ფეხის კუნთების მარტივად დაღლა სისხლში რკინის ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს. თუ მიირთმევთ კარგად დაბალანსებულ დიეტას, თქვენთვის ეს პრობლემა წესით არ უნდა გახდეს ხელის შემშლელი.

მაგრამ, თუ ფიქრობთ რომ სისხლში არასაკმარისი რკინის შემცველობა შეიძლება გახასიათებდეთ, დაელაპარაკეთ ექიმს ამ საკითხის მოგვარების გზების შესახებ. D ვიტამინის შემცველი დანამატები საუკეთესო დამხმარეა ამ დროს.

6. ჯდომისგან დასვენება

თუ რუტინული სამსახური გაქვთ, ზოგჯერ კარგი იქნება თუ ჯდომის პროცესს ცოტახნით მოწყდებით და მცირე შესვენებებს მოიწყობთ. ადექით, ცოტახნით ოთახში იარეთ და თქვენს ფეხებს გაჭიმვის საშუალება მიეცით.

თუ თვითმფრინავით გამგზავრებას აპირებთ, ჯობს პირველ რიგში დაბრძანდეთ, რათა ფეხების გასაშლელად საკმარისი ადგილი გქონდეთ.

7. თბილი აბაზანა

თბილი აბაზანის მიღებამ თქვენს მდგომარეობაზე შეიზლება ძალიან დადებითი ზემოქმედება მოახდინოს. დაამატეთ თქვენი საყვარელი სურნელოვანი ზეთების რამდენიმე წვეთი წყალში, რათა ამ პროცედურის ეფექტი გააორმაგოთ. ასეთ განტვირთვას თქვენი ფეხის კუნთების მოდუნება და გაჯანსაღება შეუძლია.

8. სწორი ძილის ჰიგიენა

აღნიშნული პრობლემების ქონისას ირგვლივ შექმნილი გარემო, განსაკუთრებით კი საწოლი ოთახის მოწყობა დიდ ზეგავლენას ახდენს თქვენზე. თქვენი საძინებელი აუცილებლად უნდა იყოს წყნარი და დაბნელებული, ასევე უნდა ნიავდებოდეს საკმარისად.

ასევე, მიეჩვიეთ ერთიდაიგივე დროს დაძინებასა და გაღვიძებას, რათა კუნთებმა საჭირო რეფლექსები სწორ დროს დატვირთონ.