მთავარი ჯანმრთელობა არის თუ არა საშიში კუჭში გასვლისგან თავის შეკავება და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?

არის თუ არა საშიში კუჭში გასვლისგან თავის შეკავება და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?

by guramus

ბევრი ადამიანისთვის ეს საკმაოდ დელიკატური საკითხია. თუმცა, აუცილებელია გავიგოთ ჩვენი ორგანიზმი როგორ მუშაობს, რის გამოც უნდა ვაღიაროთ რომ ყველა ადამიანს უწევს კუჭში გასვლა. ასევე, უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს პროცესი ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის.

ტუალეტში მოსასაქმებლად წასვლისგან თავი უამრავი განსხვავებული მიზნის გამო შეიძლება შეიკავოს ადამიანმა, შესაბამისად ამ საქციელის შედეგების ცოდნა აუცილებელია:

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს თავის შეკავებამ?

ექსპერტების აზრით, კუჭის დაცლის დიდი დროით გადადება შესაძლოა სიკვდილითაც კი დასრულდეს. უფრო ხშირად კი ეს მონელების რეჟიმის შებრუნების სინდრომს იწვევს.

ამ პრობლემის სიმპტომები მუცლის ტკივილი, შეკრულობა, გახშირებული დიარეა და გაზების დიდი ოდენობით გამოყოფაა. ასევე, ამ პროცესებს თან ღებინებაც ახლავს და სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 15%–ს სწორედ ასეთი პრობლემა აწუხებს.

3 მნიშვნელოვანი რჩევა

1. კუჭნაწლავის ბაქტერიები აუცილებლად უნდა დაფასდეს. ისინი ასუფთავებენ თქვენს ორგანიზმს, აწარმოებენ ვიტამინებს, ეხმარებიან სეროტონინის გამოყოფას და იმუნურ სისტემას მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ. მიირთვით ჯანსაღი საკვები, რათა ბაქტერიებმა თავი კარგად იგრძნონ.

2. არცერთი მუცლის ქავილის შემთხვევა და ტკივილი ნორმალური შემთხვევა არ არის. აუცილებელია ყოველთვის გააკეთოთ აქცენტი მასზე და გაარკვიოთ რა პრობლემა იწვევს მას. მუცლის სიჯანსაღე პირდაპირ კავშირშია თქვენს ჯანმრთელობასთან.

3. ნუ გრცხვენიათ კუჭში გასვლა. მიჰყევით ბუნების გამოძახილს და სოციალური სიტუაციების მიუხედავად, არ შეიკავოთ თავი მისგან. ამ პროცესების ჯანსაღი რეჟიმით წარმოება ჰემოროიდების წარმოქმნას უშლის ხელს, ასევე კარგი იქნება თუ ასეთ სიტუაციებში ზედმეტად ძლიერად არ გაიჭინთებით.

საბოლოო ჯამში, ტუალეტში გასვლის ცოტა ხნით გადადება შეიძლება, თუმცა როდესაც მუცელი დაცლას გთხოვთ, აუცილებელია ამ მოთხოვნას ყურადღება მიაქციოთ და ორგანიზმის მუშაობა არ შეაფერხოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: