მთავარი რჩევები ცარიელი მუცლით ამ 8 რაღაცის გაკეთება არ შეიძლება

ცარიელი მუცლით ამ 8 რაღაცის გაკეთება არ შეიძლება

by guramus

შიმშილის გრძნობა ადამიანს უფრო სენსიტიურსა და აგრესიულს ხდის. რათქმაუნდა არსებობს ისეთი სიტუაციები, როცა მუცლის ცარიელ მდგომარეობაში შენახვა სასარგებლოა, მაგალითად სამედიცინო პროცედურების დროს.

თუმცა, არსებობს რამდენიმე ისეთი რამე, მხოლოდ მაგალითად საუზმის მირთმევის შემდეგ უნდა გააკეთოთ, რადგან ცარიელი მუცლით მათი შესრულება შეიძლება საკმაოდ ცუდი შედეგით დასრულდეს. თუ არ გისადილიათ, ან რაიმე სასუნავი არ გიჭამიათ, მაშინ ამ სიაში ჩამოთვლილი პუნქტებიდან თავი შორს უნდა დაიჭიროთ:

1. ყავის დალევა

ბევრს აქვს ჩვევად ქცეული უზმოზე ყავის დალევა, თუმცა იგი მუცლის შიდა პროცესებს საკმაოდ ართულებს ჭამის წინ დალევისას.

2. საყიდლებზე წასვლა

თუ მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად მშიერი შეხვალთ, გაუთვითცნობიერებლად მოგინდებათ ბევრად უფრო მეტი შაქრიანი და ცხიმიანი იმ საკვების შეძენა, რომელსაც ისე არ იყიდდით. ჯობია დანაყრდეთ და საყიდლებზე მხოლოდ ამის შემდეგ წახვიდეთ.

3. საღეჭი რეზინი

მისი დაღეჭვა თავდაპირველად კბილებისა და ღრძილების გასაწმენდ პროცედურად ითვლებოდა. ღეჭვის 10–15 წუთიანმა მონაკვეთმა შესაძლოა კუჭის სერიოზული გაღიზიანება გამოიწვიოს. ნუ დაღეჭავთ საღეჭ რეზინს 10 წუთზე უფრო დიდხანს.

4. ცხარე კერძები

ცხარე სუნელებლებითა და მჟავეებით სავსე საჭმლის ჭამა მაშინ, როდესაც თქვენი მომნელებელი სისტემა მთლიანად დაცარიელებულია, მის გაბერვასა და დისკომფორტს გამოიწვევს. თუ არ გსურთ მუცელში წვის შეგრძნების გაჩენა, სჯობს ცხარე კერძების წინ მცირეოდენი ჯანსაღი საკვები მიირთვათ.

5. ვარჯიში

სამწუხაროდ მშიერზე ვარჯიშის დაწყება უფრო მეტი კალორიების დაწვას არ გამოიწვევს. უფრო მეტიც, ასეთ დროს საკმარისი ენერგია არ გექნებათ თქვენი სასურველი ვარჯიშების სრულყოფილად შესრულებისთვის.

6. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

შიმშილს ჩვენს თვითკონტროლზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და შეილება უფრო იმპულსური გაგხადოთ. ასეთ სიტუაციაში კი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება კარგი აზრი არ არის.

7. სხვასთან კამათი

როდესაც გშია, უფრო ადვილად პროვოცირებადი და მარტივად გასაბრაზებელი ხასიათით გამოირჩევი. ამიტომაც სჯობს ვინმესთან სერიოზული საუბრის წინ კარგად დანაყრდეთ, რათა დიალოგისას უფრო მეტად კონცენტრირებული, მშვიდი და თავშეკავებული იყოთ.

8. დაძინება

რათქმაუნდა არ არის საჭირო, რომ ძილის წინ მოზრდილი ულუფა მიირთვათ. თუმცა, აუცილებლად წაიხემსეთ მსუბუქად დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე, თორემ ცარიელი მუცელი ძილის რეჟიმს დაგირღვევთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: