მთავარი ჯანმრთელობა “ჩემი სახე საშინლად სივდებოდა, არ ვიცოდი რის ბრალი იყო, სანამ ეს სტატია არ აღმოვაჩინე ინტერნეტში.”

“ჩემი სახე საშინლად სივდებოდა, არ ვიცოდი რის ბრალი იყო, სანამ ეს სტატია არ აღმოვაჩინე ინტერნეტში.”

by guramus

ესთეტიური დეტალების გარდა, სახის დასიებული ზედაპირის ქონა სხვა მიზეზებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. შესაძლოა სახის კანი უძილო ღამის შემდეგ შეგიშუპდეთ ან რაიმე მსგავსი უბრალო მიზეზით შეგექმნათ ეს პრობლემა.

თუმცა, გასიება შესაძლოა რამდენიმე სახის მნიშვნელოვანმა ჯანმრთელობის პრობლემამ გამოიწვიოს:

1. ალერგია

შესაძლოა სახის გასიება საჭმელზე, მტვერზე ან ობზე ალერგიამ გამოიწვიოს. ასეთ დროს ასევე გამოვლინდება ქავილის, სიწითლისა და თვალების ზედმეტი სისველის სიმპტომებიც. ასეთ დროს საჭიროა ექიმთან გაარკვიოთ, თუ რაზე გაქვთ უარყოფითი რეაქცია.

2. სინუსური დაავადება

სინუსები შუბლის, ცხვირისა და ლოყების არეში არსებული ცარიელი სივრცეების არეებია და მათი ანთებითი პროცესები შესაძლოა უბრალო გაციებამაც გამოიწვიოს. სახის ზედაპირის ტკივილი და მაღალი წნევა, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა ამ სინდრომის მთავარი სიმპტომებია, რასაც საბოლოოდ სახის შეშუპება მოსდევს.

3. სტომატოლოგიური ინფექცია

კბილებისა და ყბის ინფექციები შესაძლოა მთლიანი სახის არეში გაჩენილი ტკივილის მიზეზი გახდეს. თუ სახის შეშუპებისას კბილების ტკივილიც გაწუხებთ, მაშინვე სტომატოლოგს მიმართეთ.

4. ყბაყურა

რაც უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს ყბაყურის საწინააღმდეგო ვაქცინების გაკეთებაზე, მით უფრო ხშირდება მისი გამოვლენის რიცხვიც. სახის შეშუპების პარალელურად, ეს ინფექცია დაღლილობას, მადის დაკარგვას, ღეჭვის დროს ტკივილის გაჩენასა და სისუსტეს იწვევს. თუ ეს სიმპტომები ერთდროულად გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს.

5. ცელულიტი

ცელულიტი კანის ბაქტერიული ინფექციაა, რომელსაც შეშუპების, სიწითლისა და სიმხურვალის გამოწვევა შეუძლია სახის ზედაპირზე. ეს ინფექცია უმეტეს წილად ფეხზე იჩენს თავს, თუმცა შესაძლოა სახეზეც გამოვლინდეს. თუ მას სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ, იგი სიკვდილის გამომწვევიც შეიძლება გახდეს.

6. კორტიზოლი

თუ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში იღებთ სტეროიდებს, მაშინ ეს ინფექცია ადვილად შეიძლება გაჩნდეს. სისხლში მაღალი კორტიზოლის შემცველობა იწვევს სახის შეშუპებას, წონის მატებას, კანზე შრამების გაჩენასა და თმის ცვენას. თუ ამ სიმპტომებთან ერთად მენსტრუაციის პერიოდიც მნიშვნელოვნად შეგეცვალათ, მიმართეთ ექიმს სასწრაფოდ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: