მთავარი ჯანმრთელობა უცნობი სიმპტომები, რომლითაც ფილტვის კიბოს გამოვლენას ადრეულ სტადიაშივე შეძლებთ

უცნობი სიმპტომები, რომლითაც ფილტვის კიბოს გამოვლენას ადრეულ სტადიაშივე შეძლებთ

by guramus

ფილტვის კიბო უმრავლესობის აზრით ყველაზე საშიშ დაავადებადაც კი ითვლება. ამის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეს დაავადება თითქმის უსიმპტომებოდ ვითარდება ბოლო სტადიამდე.

ამიტომ, მეტასტაზების რაოდენობის გაზრდის პროცესს უმჯობესი იქნება თუ ადრეულ პერიოდშივე აღმოაჩენთ. ამაში ეს არაორდინალური სიმპტომების სია დაგეხმარებათ, რომელიც დიდი ალბათობით შეიძლება რომ სწორედ ფილტვის კიბოთი იყოს გამოწვეული:

ყველაზე შეუმჩნეველი სიმპტომი

კიბოსგან თავის დასაცავად ყველა საშიშ ნიშანს ყურადღება უნდა მივაქციოთ. ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივი სიმპტომი, შესაძლოა სერიოზული დაავადების გამოვლენის მიზეზი გახდეს. მაგალითად ქრონიკული ხველა შეიძლება კიბოს უჯრედების მიერ იყოს გამოწვეული, რადგან ისინი ხშირად სასუნთქი სისტემის რეცეპტორებზე იწყებენ შემოხვევას.

კიბოს მასა შეიძლება სულ პატარა იყოს, თუმცა ფილტვის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე გაჩნდეს და ამით გაამარტივოს მისი აღმოჩენა. თუ ქრონიკული ხველება 2–3 კვირას გაგიგრძელდათ და რაიმე ინფექციის ნიშნებს ვერ ამჩნევთ, მაშინვე მიმართეთ ექიმს.

რა არის სხვა სიმპტომები?
  • მკერდის ტკივილი, რომელიც სიცილის ან ხველების დროს უარესდება
  • ხმის დაკარგვა
  • წონაში კლება და მადის გაქრობა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • გამუდმებული დაღლილობა
  • ბრონქიტი

თუ კიბო ფილტვებიდან სხვა ორგანოებზეც გავრცელდება, ასეთი სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს:

  • ძვლების ტკივილი
  • თავისტკივილი, სისუსტე და კიდურების მგრძნობელობის შემცირება
  • კანის ფერის ცვლა და მოყვითალო ელფერი
  • ხშირი გამონაყარი

ფილტვის კიბომ სიმპტომების ჯგუფურად, ერთი სინდრომის სახით გაჩენაც შეიძლება გამოიწვიოს:

1. ჰორნერის სინდრომი

ეს სინდრომი ერთი თვალის ქუთუთოების შეშუპებით იწყება და სახის ერთ მხარეს ოფლის გამოყოფის შეჩერებას იწვევს. ასევე ახასიათებს მხრების ტკივილი. ჰორნერი მაშინ ვითარდება, როდესაც კიბო ფილტვის მაღლითა ნაწილს ედება.

2. კანას ვენების სინდრომი

დიდი არტერია, რომელიც თავისა და ხელების არეში სისხლის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, შესაძლოა დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცეს. სიმსივნე შესაძლოა მის სიახლოვეს გაჩნდეს და დააწვეს, რაც სისხლის მიმოქცევის შენელებას გამოიწვევს. ამან შეიძლება კისრის არის, სახისა და ხელების შეშუპება გამოიწვიოს.

3. პარანეოპლასტიკური სინდრომი

იშვიათ შემთხვევაში ფილტვის კიბომ ისეთი ჰორმონები შეიძლება აწარმოოს, რომლებიც ორგანოების მუშაობას შეანელებენ, დააზიანებენ ნერვულ სისტემასა და სისხლში კალციუმის შემცველობის გაზრდას გამოიწვევენ. ასეთი სიმპტომების ერთობლიობის წარმოქმნის შემთხვევაში მაშინვე მიმართეთ ექიმს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: