მთავარი ჯანმრთელობა ყოველდღე ბანაობა საზიანოა! რამდენად ხშირად უნდა მიიღოთ შხაპი? სწორი ბანაობის 6 წესი

ყოველდღე ბანაობა საზიანოა! რამდენად ხშირად უნდა მიიღოთ შხაპი? სწორი ბანაობის 6 წესი

by guramus

შხაპის მიღება დღის სასიამოვნო მონაკვეთია, ის თქვენ სხეულთან ერთად გონებასაც ამშვიდებს. თუმცა, ასეთ საკითხში იმის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ხშირად შეიძლება ამ დასამშვიდებელი პროცესის განცდა. ამ კითხვაზე პასუხი არც ისე მარტივია.

საზოგადოებაში მიღებულად შხაპის ყოველდღე მიღება ითვლება, თუმცა ასეთი საკითხი ინდივიდუალურ ნიუანსებზეა დამოკიდებული სინამდვილეში. ეს შესაძლოა არც ისე ხშირად იყოს საჭირო, თუმცა განვიხილოთ მთავარი ვარიანტები:

პატარა ბავშვებს და მოხუცებს შხაპის მიღება უფრო იშვიათად სჭირდებათ, რადგან ნაკლებად ოფლიანდებიან.

თუ გარეთ ცხელა, ყოველდღე შხაპის მიღება მისაღებია, ასევე ვარჯიშის შემდეგაც.

ქალებისთვის რეკომენდირებულია კუჭშ ყოველი გასვლის შემდეგ დაიბანონ ინტიმური ორგანოების მიდამო.

ზოგადად შხაპის მიღება შესაძლოა სრულიადაც არ იყოს უარყოფითი ეფექტის მომტანი მისი სიხშირის მიუხედავად. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ მისი მიღების რამდენიმე წესი:

1. დაარეგულირეთ წყლის ტემპერატურა. ზედმეტად ცხელი წყალი კანს აშრობს, ხოლო ცივი წყალი ჰიპოთერმიის გამომწვევი შეიძლება გახდეს.

2. 10 წუთიანი შხაპის მიღება საკმარისია. 10 წუთზე მეტის ხნით მიღებისას წყალი კანის დამცავი ზეთების ჩამორეცხვას იწყებს.

3. არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული საპონი ხშირად

4. არ გაიხეხოთ კანი ყოველჯერზე უხეშად

5. წაისვით საპონი მხოლოდ იმ ადგილებში, რომელსაც ეს დანამდვილებით სჭირდება

6. ყოველთვის გამოიყენეთ კანის დამარბილებელი გელი შხაპის შემდეგ. ფრთხილად ჩამოიფერთხეთ წყლის წვეთები კანიდან და წაისვით დამატენიანებელი მალევე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: