მთავარი ჯანმრთელობა 7 მიზეზი თუ რატომ გრძნობთ პირში მეტალის გემოს

7 მიზეზი თუ რატომ გრძნობთ პირში მეტალის გემოს

by guramus

ალბათ გამოგიცდიათ პირში მეტალისებრი გემოს უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც მოულოდნელად გაგიჩნდათ. ეს სიმპტომი ბევრი პრობლემის შედეგად შეიძლება გაჩნდეს, მათგან რამდენიმე კი საკმაოდ სერიოზული შეიძლება იყოს.

ამიტომ კარგი იქნება, თუ მეტალის სინდრომის გამომწვევ ყველაზე მთავარ მიზეზებს ჩამოვთვლით:

1. ორსულობა

ფეხმძიმობის პერიოდი ქალის ორგანიზმში გემოს აღქმის რეცეპტორებს ცვლის. ადრეული ორსულობის პერიოდში პირში მეტალის გემოს შეგრძნება სრულიად ბუნებრივია

2. მედიკამენტები

ანტიბიოტიკებს შეუძლიათ პირში მეტალის ან რკინის გემო დაგიტოვონ. ოსტეოპოროსის სამკურნალო აბები და ანტიდეპრესანტები ასევე იგივე ეფექტით გამოირჩევა.

3. ქიმიური თერაპია

კიბოს მკურნალობა რადიაციული თერაპიით ამ სიმპტომს ხშირად იწვევს, თუმცა მისგან პაციენტი მკურნალობის სესიის დასრულებიდან მალევე თავისუფლდება.

4. ცუდი ჰიგიენა

ორალური ჰიგიენის დაცვის გარეშე, კბილებისა და ღრძილების ინფექციები გემოს რეცეპტორებს აქვეითებს და პირში რკინის გემოც შეიძლება გაგრძნობინოთ.

5. გაციება

თუ თქვენ ცხვირში სინუსური ინფექცია გაქვთ ან უბრალოდ გაციებული ხართ, თქვენი გემოს რეცეპტორები ამ შემთხვევაშიც უფრო სენსიტიური ხდება და რკინის გემოს გაჩენის ეფექტიც მოსალოდნელია.

6. დემენტია

გონებაში მეხსიერების პრობლემების გამომწვევი დაავადებები ასევე გემოსა და სუნის აღქმაზე პასუხისმგებელ არეებსაც აქვეითებენ. ასეთ დროს მეტალის ეფექტის გამოწვევა სრულიად შესაძლებელია, რაც ასევე თავის ძლიერი ტრამვის შემდეგაც შეიძლება იგრნოთ.

7. ალერგია საჭმელზე

თუ რომელიმე კონკრეტულ საჭმელზე ალერგია გაქვთ, მაგალითად თხილზე, მაშინ შესაძლოა მისი ჭამის შემდეგ პირში მეტალის გემო იგრძნოთ.

იმის გასაგებად, თუ რა იწვევს პირში მეტალის გემოს შეგრძნებას, უმჯობესია თუ ექიმს მალე მიმართავთ. ეს სიმპტომი ხშირად არც ისე სერიოზული მიზეზით ჩნდება, თუმცა თავის დაზღვევა აუცილებელია.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: