მთავარი ასტროლოგია 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მორიელს ყველაზე მეტად ეწყობა

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მორიელს ყველაზე მეტად ეწყობა

by guramus

რომელია ყველაზე უფრო გამომწვევი ზოდიაქოს ნიშანი? ადამიანების უმრავლესობას სწორედ მორიელებთან სურს ურთიერთობა. ისინი იწვევენ დამოკიდებულებას, ინსპირაციას და აღფრთოვანებას. ისინი უყვართ და ძულთ ერთდროულად.

ისინი სწორე ის ანტიგმირები არიან, რომლებთან დაწოლაც ყველას სურს. თუ გაინტერესებთ, რომელი ნიშნების მხრიდან გამოხატულ ურთიერთობას მიეგებებიან ისინი ყველაზე გულთბილად, მაშინ ეს სია უნდა წაიკითხოთ. ეს სამი ნიშანი იმისთვისაა დაბადებული, რომ მორიელთან ცეცხლოვანი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდეს.

კურო: იზიდავს განსხვავებულს

არაფერია იმაზე უფრო დამაინტრიგებელი, ვიდრე თქვენგან განსხვავებული ადამიანის მიმართ ინტერესის გაჩენა და მისი ახლოს გაცნობის გზა. მორიელებს ამ საკითხში რაღაც ზებუნებრივი მიმზიდველობა გააჩნიათ და იდეალური მეწყვილე, რომელსაც მათი გაცნობა უდიდეს სიხარულს მიანიჭებს, სწორედ კუროა.

ძალიან შთამბეჭდავ და სასიამოვნო გრძნობას განიცდიან ისინი ერთმანეთთან შეხვედრისას მაშინ, როდესაც მიხვდებიან რომ ერთმანეთთან თურმე ძალიან ბევრი საერთო აქვთ სინამდვილეში.

ორივე ნიშანი სერიოზული ურთიერთობისთვის მზადაა, შესაბამისად თუ კი ერთად იქნებიან, ერთმანეთს ვერასდროს გადაიყვარებენ. მორიელი უფრო მეტად ემოციურ ლეველზე აკეთებს აქცენტს, ხოლო კუროს ამქვეყნიური თემები უფრო მეტად აღელვებს. როდესაც ისინი ერთმანეთს ეთანხმებიან, ეს ნამდვილ საახალწლო დღესასწაულს უდრის.

კირჩხიბი: ზღაპარი რეალობაში

ზოდიქოს ნიშნებს შორის, ყველაზე საყვარელი დამთხვევა სწორედ კირჩხიბს აქვს მორიელთან. ორივე მათგანი წყლის ელემენტით იმართება. მათ არასდროს არ ექნებათ სადარდებელი ერთმანეთის ემოციების სწორად აღქმაზე, რადგან ეს მათთვის ყველაზე მარტივი იქნება. წყაი სენსიტიური და ინტუიციური ნიშანია, ეს ორი ნიშანი კი ამ თვისებებს აშკარად ძლიერად ფლობს.

მიუხედავად ამისა, პლუტოს მიერ მმართული მორიელი ყოველთვის აღტაცებით ხვდება ტაბუ დადებულ თემებს, კირჩხიბს კი ისინი აშფოთებს. თუკი მორიელი ყველაფრის პირდაპირ მოხსენებითა და სიმართლის სიყვარულით გამოირჩევა, კირჩხიბს შეუძლია ყველას უთანაგრძნოს და ტკივილი გაუნელოს. ეს წყვილი ლომისა და ცხვარის წყვილს გავს, რადგან საყვარელი და საშიშია.

თევზები: ასე იქმნება ოცნებები

როდესაც თევზები და მორიელი ერთმანეთს ერწყმიან, მათი საერთო ძალები ახალი სამყაროს კარიბჭეს ხსნის. მათი რომანი ოცნების ქვეყანას უფრო შეესაბამება. ერთადერთი პრობლემა ამ დროს ისაა, რომ მათ არასდროს მოუნდებათ ამ ოცნებიდან გამოღვიძება.

მორიელი სიკვდილისა და დაბადების მერვე სახლს აკონტროლებს, ხოლო თევზები სულიერების 12–ე სახლს. მათი შინაგანი სამყარო რაღაც ახალი რეალობის წარმოქმნას მუდამ ცდილობს. როდესაც ეს ორი ნიშანი ერთმანეთთან სასიყვარულო ურთიერთობას გააბავს, შეიძლება ძალიან შორს გაიქცნენ და უკან საერთოდ აღარ მოიხედონ. ისინი მისტიკური დანაშაულის ჩადენისას იდეალური პარტნიორები არიან.