მთავარი ჯანმრთელობა ჯანმრთელობის რომელი პრობლემები გეტყობათ ხელებზე?

ჯანმრთელობის რომელი პრობლემები გეტყობათ ხელებზე?

by guramus

1. თუ ხელები გაგიბრუვდებათ, ან მათში ჩხვლეტის შეგრძნებები გაგიხშირდებათ, ეს შეიძლება ისეთი დაავადებების სიმპტომი იყოს, როგორიცაა ანემია. თუმცა, ამის გამოწვევა ძილის არასწორ პოზასაც შეუძლია.

2. თუ თქვენი ფრჩხილები ამობურცულ ფორმას მიიღებს, ეს შესაძლოა სერიოზული გულის დაავადების სიმპტომი იყოს. ამ ფაქტის შემჩნევისას მაშინვე მიმართეთ ექიმს.

3. ხელებში სისუსტის შეგრძნება კარდიოვასკულარული დაავადებების გაჩენის მაუწყებელია.

4. თუ თქვენი რომელიმე თითი ზოგჯერ ბოლომდე არ იხრება, ეს შესაძლოა კუნთების ინფექციის მანიშნებელი გაჩენის იყოს. ეს ხშირა ართრიტით და დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს ემართებათ.

5. ხელზე წითელი წერტილების მომრავლება, ასევე ფრჩხილის ქვედა ნაწილის მოყვითალო ფერი ფსორიაზის მანიშნებელი შეიძლება იყოს. ფრჩხილის ფორმის ცვლა ასევე ამაზე მეტყველებს.

6. ხელის კანის ზედაპირის დაჩირქება შეიძლება ნერვული დაავადებებისგან იყოს გამოწვეული. ყველაზე ხშირად ეს პარკინსონის აავადებას ახასიათებს და ეს სიმპტომი ერთ ხელზე ვრცელდება.

7. თუ თითებზე იასამნისფერ გამონაყარებს დაინახავთ, ეს გულის არტერიების ინფექციის მანიშნებელია და მისი დაიგნორება არ შეიძლება.

8.  თუ თქვენი არათითი თქვენს საჩვენებელ თითზე უფრო გრძელია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმში ზედმეტად ბევრი ტესტოსტერონი გამოიყოფა.

9. თითებსა და ხელის გულზე კანის აქერცვლა ვიტამინი B-ს ნაკლებობას აღნიშნავს. მიირთვით სოკო, თხილი და ავოკადოს მსგავსი საჭმელი, რათა ეს პრობლემა მოაგვაროთ.

10. შავი ზოლები ფრჩხილებზე შესაძლოა ფრჩხილის მელანომის ადრეული ეტაპის სიმპტომი აღმოჩნდეს. თუმცა, ხელზე ყავისფერი მონაკვეთები მზის ზედმეტად დიდი უარყოფითი სხივების მიღების შედეგია.

ხელებზე გაჩენილი პრობლემები ან ნიშნები უამრავი დაავადების მანიშნებელი შეიძლება იყოს, მათ შორის ყველაზე სერიოზული პრობლემები უფრო მკვეთრი სიმპტომებით გამოიხატება. ამიტომ კარგი იქნება, თუ თქვენს ხელებს მეტ ყურადღებას დაუთმობთ და საჭირო დროს, ექიმსაც მალე მიმართავთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: