მთავარი კულინარია თქვენ არასწორად რეცხავთ ამ პროდუქტებს. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და მომზადებული კერძები ბევრად გემრიელი გამოგივათ

თქვენ არასწორად რეცხავთ ამ პროდუქტებს. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და მომზადებული კერძები ბევრად გემრიელი გამოგივათ

by guramus
გაყინული ხილი და ბოსტნეული


გემრიელი რეცეპტით შემწვარი ბოსტნეული უგემრიელესი შეიძლება იყოს, თუმცა მათ მომზადებამდე სიფრთხილეა საჭირო. ყველას სჯერა, რომ რადგან გაყინვამდე ეს პროდუქტები ირეცხება, გალღობის შემდეგ ისინი გადარეცხვას აღარ საჭიროებენ.

თუმცა, თუ თქვენ ამ პროდუქტებს ძალიან მაღალ ტემპერატურაზე არ წვავთ, აუცილებელია ყინულში დაგროვილი ბაქტერიების გამო მათი საგულდაგულოდ გარეცხვა გალღობის შემდეგაც.

ბრინჯი


ნებისმიერი სახეობის ბრინჯი მინიმუმ 3–4ჯერ მაინც უნდა გაირეცხოს მომზადებამდე. მთავარი საშიშროება არა მათზე მოხვედრილ მტვერში, არამედ თვითონ ბრინჯის მარცვლების გარეკანზე არსებული ბაქტერიებია.

რძის პროდუქტები

რეკომენდირებულია, რომ რძის, იოგურტისა და მსგავსი სითხეების პაკეტები გახსნამდე კარგად გარეცხოთ. მათ ხელს ასობით ადამიანი კიდებს ზედ დატანებული ინფორმაციის წასაკითხად, რის გამოც ბოთლზე უამრავი ბაქტერია გროვდება. ეს საშიში ნაწილაკები გახსნისას მარტივად შეიძლება ჩავარდეს ბოთლში.

თევზი

თქვენ არ გჭირდებათ უმი თევზის გარეცხვა, თუ მის უმად მირთმევას არ აპირებთ. მაღალი ტემპერატურა ყველა ბაქტერიას ისედაც კლავს, თანაც თუ უმ თევს გარეცხავთ, შესაძლოა მასზე არსებული ბაქტერიები თქვენს სამზარეულოს მოედოს. დაიბანეთ ხელები და გარეცხეთ დანა საჭრელ დაფასთან ერთად მას შემდეგ, რაც თევზს მოამზადებთ.

კომბოსტო

ნებისმიერი ტიპის კომბოსტოს განსაკუთრებული გარეცხვა სჭირდება. კარგად უნდა გაწმინდოთ პროდუქტის ზედა ორი ფენა წყლით. ბაქტერიების სრულიად მოსაშორებლად კი ჩადევით კომბოსტო წყლით სავსე ჭურჭელში და დაუმატეთ ცოტაოდენი ძმარი. ასე დატოვეთ რამდენიმე წუთი, ხოლო შემდეგ სუფთა წყლით საფუძვლიანად გარეცხეთ.

სალათის ფურცლები


გემრიელი სალათი ჯანსაღი და გემრიელი საკვებია, თუმცა მისი მომზადება სიფრთხილეს მოითხოვს. გაყავით თითოეული ფოთოლი ორ ნაწილად, შემდეგ ჩაყარეთ ისინი რაც შეიძლება ცივ წყალში და დატოვეთ ასე მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში. წყლიდან ფოთლების ამოღების შემდეგ, შეგიძლიათ გაამშრალოთ სუფთა ხელსახოცით და მიირთვათ.

ვაშლი

ვაშლის მსგავსი გემრიელი ხილის მირთმევა ზამთარშიც ბევრს სურს. ამიტომ, ჯობია საკვები სოდით გაჯერებულ წყალში ეს პროდუქტი 12 წუთის განმავლობაში დატოვოთ მირთმევამდე, რათა ყველა ქიმიური ნადები მოშორდეს მას.