მთავარი რჩევები 7 ნიშანი იმისა, რომ თქვენს თირკმელებს ყველაფერი რიგზე ვერ აქვთ და შველა ჭირდებათ

7 ნიშანი იმისა, რომ თქვენს თირკმელებს ყველაფერი რიგზე ვერ აქვთ და შველა ჭირდებათ

by guramus
1. ძილის პრობლემა

როდესაც თირკმელი წესიერად არ მუშაობს, მაშინ თქვენი სხეულიდან ცუდ ტოქსიკურ ნივთიერებს შარდის სახით გამოსვლა არ შეუძლიათ და სისხლში რჩებიან. თუ ძილის დროს სუნთქვა თქვენთვის მტკივნეულ პროცესს წარმოადგენს, ეს თირკმლის ბევრად უფრო სერიოზული დაავადების მანიშნებელი სიმპტომია და მაშინვე აჯობებს ექიმს ესტუმროთ.

2. თავის ტკივილი, დაღლილობა და ზოგადი სისუსტე

ჯანსაღი თირკმელი სისხლში D ვიტამინის წარმოებას უზრუნველყოფს, რაც ძვლების სიმაგრისთვისაა საჭირო. ასევე, ეს ერითროპროტეინსაც წარმოქმნის. ეს ჰორმონი სისხლში წითელი უჯრედების წარმოქმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რაც ჟანგბადის საკმარისი რაოდენობით მიღებას იწვევს. თუ სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობა შემცირდება, ისინი ვეღარ უზრუნველყოფენ თქვენი კუნთების სიძლიერეს და სწრაფი დაღლა გარანტირებული იქნება.

3. მშრალი კანი და ქავილი

ჯანმრთელი თირკმელი უდიდეს როლს ასრულებს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხისა და ნივთიერებების მოშორებაში. ეს ორგანიზმს საჭირო რაოდენობის მინერალების წარმოებაში ეხმარება. კანის გამოშრობა და ქავილის შეგრძნება სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენს ორგანოებს საკმარისი რაოდენობის მინერალები აღარ მიეწოდებათ.

4. პირის ღრუს ცუდი სუნი და მეტალის გემოს შეგრძნება

როდესაც თირკმელის მიერ არ ხდება არასაჭირო სითხეების ორგანიზმიდან გატანა, ის სისხლს ერევა და ამის გამო პირში გემოს ცუდ შეგრძნებას იწვევს. ცუდი სუნის მქონე ამონასუნთქიც ორგანიზმში ზედმეტად ბევრი ტოქსიკური ნივთიერების დაგროვებითაა გამოწვეული. ამან შესაძლოა ხორცისა და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტების ჭამაზე უარი გათქმევინოთ, რაც არაჯანსაღ წონის კლებას გამოიწვევს.

5. სუნთქვის პრობლემები


როდესაც თირკმელი არასაკმარისად მუშაობს, ზედმეტი სითხე ფილტვებში აღწევს. ამის შემდეგ ანემია თქვენს ორგანიზმს ჟანგბადის მიღებაში უშლის ხელს და სწორედ ეს იწვევს სუნთქვის გართულებას. თუ ზედმეტი აქტიურობის გარეშეც გიჭირთ ადვილად სუნთქვა, მაშინ ექიმს უნდა მიმართოთ სასწრაფოდ.

6. შეშუპება კოჭების და ხელის არეში

თუ თქვენს ორგანიზმში თირკმელის არასწორი ფუნქციონირების შედეგად ზედმეტი სითხე დაგროვდა, ეს სოდიუმის ნაკლებობას იწვევს. ამის გამო სივდება თქვენი კოჭის, ხელებისა და ფეხების მიდამოები. ეს შესაძლოა გულის ან ღვიძლის დაავადების სიმპტომიც იყოს, ამიტომ უმჯობესია თუ ექიმს მალე ესტუმრებით.

7. ზურგის ტკივილი

თირკმლის პრობლემებმა შესაძლოა ზურგის არის ტკივილი გამოიწვიოს, რომელიც უფრო მეტად კონცენტრირებული იქნება მარჯვენა ნეკნის დაბლითა არეში. ამ ტკივილის ჩხვლეტები შეიძლება იგრძნოთ საზარდულისა და მენჯის შიგნითაც. ზურგისა და ფეხის ტკივილი შესაძლოა თირკმელში წარმოქმნილმა სითხის შედედებულმა ნაწილებმა გამოიწვიოს, რაც უფრო პრობლემატური დაავადებების საწყისია. ასეთი სიმპტომების გაჩენისას მიმართეთ ექიმს.

ასევე დაგაინტერესებთ:

თუ თირკმელი გაწუხებთ და კენჭი გაქვთ, სახლშივე მოიგვარეთ პრობლემა ამ 5 მეთოდით. შედეგი გარანტირებულია