მთავარი რჩევები ზურგის ტკივილის მოსაშორებლად მხოლოდ ორი პატარა ბურთია საჭირო. აი, მეთოდიც

ზურგის ტკივილის მოსაშორებლად მხოლოდ ორი პატარა ბურთია საჭირო. აი, მეთოდიც

by guramus

პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ თუ რატომ მოდის და ქრება პერიოდულად ზურგის ტკივილი. ამას პატარ–პატარა ტრამვები და ისეთი არაჯანსაღი ცხოვრების წესი იწვევს, როგორიცაა მაგალითად არასწორი ფორმით ჯდომა.

ჩვენ სხეულს შეუძლია კუნთების მოძრაობისა და შეკუმშვის ფორმების ადაპტაცია მოახდინოს არასწორი რუტინის მიხედვით, რაც საბოლოო ჯამში მათ ტკივილს იწვევს. ეს ასევე იწვევს დისბალანსს მთლიანი ორგანიზმის სიმძიმის ცენტრზე, რისი შემჩნევაც მარტივია. მაგალითად როდესაც მარცხენა მხარს წინ გამოწევთ, მარჯვენა უკან გაიწევა.

კუნთების ანომალიური გაზრდის პროცესზე ერთი მარტივი რამ ახდენს გავლენას. ორგანიზმის თითქმის ყველა კუნთს ზედაპირზე თხელი კანის ფენა აქვს გადაკრული. ეს ფენა კუნთის სენსიტიურ ნაწილს იცავს დაზიანებისგან და მას არასწორი მიმართულებით გაზრდაში უშლის ხელს.

თუ ეს ზედაპირი ზედმეტად მოაწვება კუნთებს არასწორი ფიზიკური აქტივობის გამო, კუნთები საკმარის სისხლს ვეღარ მიიღებენ და ამის გამო ტკივილს იგრძნობთ. ასევე, არასწორი მოძრაობის შემდეგ შესაძლოა ამ თხელი ფენის ქვეშ კუნთები არასწორ მდგომარეობაში დაფიქსირდნენ და ასე დარჩნენ.

ტექნიკა საკმაოდ მარტივია

მიანდეთ გრავიტაციას საკუთარი საქმის გაკეთება. დაწექით ტენისის ორ ბურთზე, ან მეტზე, თქვენი ტკივილის სიმწვავისა და ამტანობის მიხედვით. აცადეთ თქვენს ორგანიზმს ბურთების ადგილას მყოფ მტკივნეულ ადგილზე საკმარისი ზეწოლა მოახდინოს. ასეთი სახის გრავიტაცული დაწევა იმ ზედაპირის მოლბობას გამოიწვევს, რომელსაც კუნთები არასწორ ფორმაში ყავს გაყინული.

ამის შედეგად თქვენი კუნთები განიტვირთება და საკმარისად გაიწელება. ღრმა სუნთქვის ტექნიკა ასევე აუცილებელია ამ პროცესის შესრულებისას, რადგან ეს სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ტკივილს აყუჩებს.

ამ თერაპიის ჩატარება თქვენი ხელითაც შეგიძლიათ. დაიჭირეთ ორი ტენისის ბურთი და გაიკეთეთ მასაჟი მტკივნეულ ადგილას. თუმცა, ამ საკითხში მთავარი სიმეტრიულობის დაცვაა. სწორედ ეს აბალანსებს თქვენს კუნთებს საჭირო დონეზე. თუ მხოლოდ მარჯვენა მხარის ტკივილი გაწუხებთ, ეს იმას არ ნიშნავს რომ მარცხენა მხარეს მასაჟის გაკეთება კუნთების განტვირთვას არ დაეხმარება.

ტენისის ბურთების გამოყენების უპირატესობა

ამ ტექნიკას ორი დიდი უპირატესობა გააჩნია. პირველი ის არის, რომ ტენისის ბურთების ზომა და ფორმა იდეალურია მათი მარტივი კონტროლისათვის. ამის წყალობით ამ ვარჯიშს ნებისმიერ ადგილას შეასრულებთ. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ეს ბურთები ბევრად უფრო იაფ გამოსავალს წარმოადგენს, ვიდრე პროფესიონალის მიერ ჩატარებული რეგულარული მასაჟის პროცედურებია.