მთავარი კულინარია მოხარშული კრემით ასეთი საოცარი ფუნთუშები შეგიძლიათ გამოაცხოთ – ტანგ ჟონგის რეცეპტი

მოხარშული კრემით ასეთი საოცარი ფუნთუშები შეგიძლიათ გამოაცხოთ – ტანგ ჟონგის რეცეპტი

by Keti

ინგრედიენტები 6 პორციაზე:

ტანგ ჟონგის კრემი:

წყალი – 125 გ.

ფქვილი – 25 გ.

თხევადი ცომის ინგრედიენტები:

მშრალი საფუარი – 4 გ.

ფქვილი – 80 გ.

წყალი – 65 გ.

შაქარი – 10 გ.

ცომის ინგრედიენტები:

ფქვილი – 195 გ.

წყალი – 20 გ.

შქარი – 35 გ.

მაილი – 5 გ

ნაღების კარაქი – 55 გ.

ნაბიჯი 1

პირველ რიგში ვაკეთებთ კრემს, ამისათვის ფქვილი ისე უნდა შევურიოთ წყალში, რომ არ ჩარჩეს კოშტები. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივად ვურიოთ, გასქელებამდე. როგორც კი კრემი შესქელდება, დავაფაროთ ცელოფანი და დავდოთ გასაციებლად.

ნაბიჯი 2

სანამ კრემი გაცივდება, უნდა მოვამზადოთ თხევადი ცომი, ამისათვის შევურიოთ ყველა ინგრედიენტი და დავტოვოთ 30 წუთი.

ნაბიჯი 3

ცომისთვის შევურიოთ მთლიანად კრემი, თხევადი ცომი, ფქვილი, წყალი, შაქარი და მარილი, ვზილოთ დაახლოებით 10 წუთი, შემდეგ თანდათან დავამატოთ კარაქი. ცომი გამოდის ძალიან რბილი. დავდოთ ცომის ამოყვანამდე 1,5 საათით.

ნაბიჯი 4

ცომი გავყოთ 8 ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ მართკუთხედის ფორმებად, გადავკეცოთ ორად და გადავახვიოთ რულეტის სახით. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 20 წუთით.

ნაბიჯი 5

ფუნთუშები გამოვიღოთ და მაშინვე გადავუსვათ კარაქი ბლომად. დავაფაროთ ჩაის ტილო და ცოტათი გავაციოთ

ნაბიჯი 6

ეს დაჭრილი ფუნთუშაა, მიირთვით გემრიელად

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: